ძიუდო

17:58 | 4.11.2010 | ნანახია [] - ჯერ

ძვირფასი საჩუქარი

რამდენიმე თვის წინ ინტერნეტ-გვერდ www.worldsport.ge-ზე განცხადება გამოვაქვეყნეთ, რომელშიც ქართული სპორტის გულშემატკივრებს საჭიდაო სახეობებთან დაკავშირებული ლიტერატურის მოწოდება ვთხოვეთ. ჩვენდა გასაკვირად, იმის მიუხედავად, რომ საინტერესო წიგნების სანაცვლოდ თანხის გადახდას ვაპირებდით, განცხადებას დიდი რეზონანსი არ მოჰყოლია.
გუშინ კი... საქართველოში ძიუდოს ისტორიის შემქმნელის, ლეგენდარული ბიძინა მაზიაშვილის ოჯახიდან შეგვეხმიანნენ და მისი პირადი ბიბლიოთეკიდან დაახლოებით 50-მდე საინტერესო სპორტული წიგნი ყოველგვარი საფასურის გარეშე გადმოგვცეს. გარდა ამისა, საჩუქრად საინტერესო ფოტო-არქივიც მივიღეთ.
“ჭიდაობა ჩვენთვის რას ნიშნავს, ამაზე ლაპარაკს აღარ დავიწყებ. ეს წიგნები ბიძინა მაზიაშვილის მიერაა შეგროვებული და ოჯახისთვის უძვირფასესი რამაა, მაგრამ გადავწყვიტეთ “მსოფლიო სპორტის” რედაქციას საჩუქრად გადმოგცეთ. ქართული სპორტის პოპულარიზაციას ემსახურებით და იმედია ეს ლიტერატურაც დაგეხმარებათ, მკითხველებს ჭიდაობის შესახებ მეტი ინფორმაცია მიაწოდოთ და ეს სახეობა კიდევ უფრო შეაყვაროთ” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” ბიძინა მაზიაშვილის ვაჟმა, დავით მაზიაშვილმა.
"მსოფლიო სპორტის" რედაქცია მადლობას უხდის ბიძინა მაზიაშვილის ოჯახს უძვირფასესი საჩუქრისთვის.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.186962