ფეხბურთი

22:32 | 9.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ძმები დოს სანტოსები ერთად ითამაშებენ

6-წლიანი განშორების შემდეგ, ჯოვანი და ჯონათან დოს სანტოსები კვლავ ერთ კლუბში ითამაშებენ. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც “ბარსელონამ” და “ვილიარეალმა” ჯონათან დოს სანტოსის ტრანსფერი დაადასტურეს.

ოფიციალური ინფორმაციით, 24 წლის მექსიკელი ნახევარმცველი “ვილიარეალში” 2 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავა და ის “ყვითელ წყალქვეშა ნავთან” 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ჯონათან დოს სანტოსს, ისევე, როგორც მასზე ერთი წლით უფროს ძმას, დიდ მომავლს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ “ბარსელონაში” ვერცერთმა გაამართლა. ჯოვანიმ კატალონიური გუნდი 2008 წელს დატოვა, ხოლო 2013 წელს ის “ვილიარეალში” გადავიდა. ერთი წლის შემდეგ მას ჯონათანიც შეუერთდა, რომელსაც “ბარსელონას” პირველი გუნდის მაისურით, 5 წლის განმავლობაში, 28-ჯერ უთამაშია.

0.111821