22-25 აპრილს, ვენაში გასამართ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე, მონაწილე ქვეყნები მხოლოდ თითო შემადგენლობას ჩაიყვანენ. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ რამდენიმე კვირის წინათ გავრცელებული ინფორმაცია, რამდენიმე დღის წინათ, მორიგმა სიახლემ ჩაანაცვლა. მაშინდელი გადაწყვეტილებით, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე თითოეულ ქვეყანას თითო წონაში ორი ძიუდოისტის დაყენება შეეძლო და ეს წესი ძალაში წლევანდელი ევროპირველობიდან შევიდოდა.
პარიზის დიდი სლემის მიმდინარეობისას, ძიუდოს შეფებმა 53 ქვეყნის დელეგაციას აცნობეს, რომ ავსტრიული ევროპის ჩემპიონატი ისევ ძველებურად ჩატარდება. ორი შემადგენლობის წესი კი 9-13 სექტემბერს, ტოკიოში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე ამოქმედდება.
ოთარ მაღლაკელიძე







