ძიუდო

19:29 | 16.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოს ფედერაციის სხდომა 18 სექტემბერს გაიმართება

ტოკიოში დასრულებული მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები, რომელმაც იაპონია უმედლოდ მოიარა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატს, კურიოზული მიზეზით გამოეთიშა 100კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე, რომელმაც მერვედფინალურ შეხვედრაზე დააგვიანა და ავტომატიური წაგებით დაისაჯა.
18 სექტემბერს დანიშნულ ძიუდოს ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე შეჯამდება მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაკრების გამოსვლა და დეტალურად იქნება განხილული ყველა ის მომენტი, რომელიც გახდა ცირეკიძის მერვედფინალურ შეხვედრაზე დაგვიანების მიზეზი.
სპორტის სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, ძიუდოს ფედერაციის სხდომას დაესწრება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, რომელიც აღმასკომზე კონკრეტული ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას გეგმავს.
აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა დიღმის მასივში მდებარე ძიუდოს ფედერაციის ოფისში 13.00 საათზე დაიწყება.
როლანდ ლაბუჩიძე


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092762