საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მესამედ მოიპოვა. შარშან ბუდაპეშტში გამართული ფინალური მატჩის მსგავსად, ქართველმა ძიუდოისტებმა ფრანგულ მონპელიეშიც რუსები დაამარცხეს და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ბადალი არ ჰყავთ. 2014 წლის პირველობის ფინალში გამარჯვებები ნუგზარ ტატალაშვილმა, ავთანდილ ჭრიკიშვილმა, ვარლამ ლიპარტელიანმა, ადამ ოქრუაშვილმა მოიპოვეს, ერთადერთი მარცხი კი შალვა ქარდავამ განიცადა და საქართველოს ნაკრებმა 4:1 იმარჯვა.