ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ახალი სარეიტინგო ცხრილი გამოაქვეყნა, რომელშიც გასულ უქმეებზე ჩატარებული როტერდამის გრან-პრის შედეგებიცაა გათვალისწინებული. 15-17 ოქტომბერს, ჰოლანდიურ ტატამზე საქართველოს ნაკრების 12 ძიუდოისტიც გავიდა და რამდენიმე მათგანმა სიაში დაწინაურებაც მოახერხა. ქართველთაგან საუკეთესო რეიტინგი კვლავ 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვარლამ ლიპარტელიანს აქვს – მე-8 ადგილს იკავებს. სულ კი, შვიდივე წონაში 44 ქართველი ძიუდოისტია გადანაწილებული.
60 კილოგრამში საქართველოს ნაკრების კანდიდატთაგან ყველაზე წინ ამირან პაპინაშვილია, რომელმაც გრან-პრის ჩემპიონობით დავით ასუმბანს გადაუსწრო. ჰოლანდიურმა წარმატებამ პაპინაშვილს 200 სარეიტინგო ქულა მოუტანა და 542 ქულით მე-9 პოზიციამდე ასწია. ასუმბანმა კი ტურნირი უქულოდ ჩაამთავრა და მე-12 ადგილზე გადავიდა.
66 კილოგრამში შალვა ქარდავა 26-ე ადგილს იკავებს. კიდევ უფრო დაბლა - 33-ე პოზიციაზე დგას 73 კილოგრამში მოჭიდავე ზაზა კედელაშვილი. ამ ორ წონაში საქართველოს ნაკრების კანდიდატებს ყველაზე ცუდი რეიტინგი აქვთ. 66-ში სულაც, ქარდავას გარდა არც ერთი ქართველი ასეულშიც კი არაა.
ლევან წიკლაურმა (81 კგ) გრან-პრიზე მხოლოდ 24 ქულა შეიმატა და ათეულში ადგილი დაკარგა. მე-11 პოზიციამდე იგი ჰოლანდიელმა ჯილომ ელმონმა დააქვეითა, რომელიც როტერდამში ჩემპიონი გახდა.
ვარლამ ლიპარტელიანმა გრან-პრიზე მოპოვებულ ვერცხლის მედალთან ერთად 120 ქულა ჩაიწერა და ერთი საფეხურით წინ წაიწია. მას კვალში იაპონელი იუია იოშიდა ჩაუდგა, რომელთანაც ამ უქმეებზე, ფინალში ჰანტეით დამარცხდა.
ლევან ჟორჟოლიანი და ირაკლი ცირეკიძე (ორივე 100 კგ) ჰოლანდიურ ტატამზე საერთოდ არ გასულან, მაგრამ საერთაშორისო რეიტინგში პოზიცია არ დაუკარგავთ - ჟორჟოლიანი მე-11 ადგილზეა, ცირეკიძე - მე-20.
მძიმე წონის ოცეულში ქართველთაგან მხოლოდ ზვიად ხანჯალიაშვილია, მე-19 ადგილით. ძიუდოისტი, რომელმაც ბოლო პერიოდში ნაკრებში ადგილი დაკარგა, ადამ ოქრუაშვილს 3 საფეხურით უსწრებს, გუჯეჯიანს კი – 10-ით.
სეზონის დასრულებამდე 5 სარეიტინგო ტურნირიღა რჩება. სამოასა და სამხრეთ კორეის მსოფლიოს თასი (13-14 ნოემბერი, აპია და 3-4 დეკემბერი, სუვონი) და არაბეთის გაერთიანებული საემიროებისა და ჩინეთის გრან-პრი (23-24 ნოემბერი, აბუ დაბი და 17-18 დეკემბერი, ქინგდაო) და იაპონური დიდი სლემი (10-12 დეკემბერი, ტოკიო). საქართველოს ნაკრებისთვის შედგენილ წინასწარ გეგმაში არც ერთი ეს ტურნირი არაა შეტანილი, მაგრამ სავარაუდოდ, ფედერაცია გადაწყვეტილებას შეცვლის და ნაკრებს იაპონიაში გაუშვებს. 2011 წლის სეზონს კი 15-16 იანვარს აზერბაიჯანული მასტერსი გახსნის და მასში მონაწილეობას თითოეული წონითი კატეგორიის 16-16 საუკეთესორეიტინგიანი ძიუდოისტი მიიღებს. ამჟამინდელი რეიტინგის მიხედვით, მასტერსზე ჭიდაობის უფლება მხოლოდ 5 ქართველს აქვს – ამირან პაპინაშვილს, დავით ასუმბანს (60 კგ), ლევან წიკლაურს (81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანს (90 კგ) და ლევან ჟორჟოლიანს (100 კგ).
აქვე შვიდივე წონის საუკეთესო ხუთეულები და ყველა ქართველის რეიტინგი:
60 კგ
| 1 რიშოდ სობიროვი (უზბეკეთი) | 1806 |
| 2 ჰიროაკი ჰირაოკა (იაპონია) | 1350 |
| 3 გიორგი ზანთარაია (უკრაინა) | 1168 |
| 4 მასააკი ფუკუოკა (იაპონია) | 810 |
| 5 ლუდვიგ პაიშერი (ავსტრია) | 796 |
|
9 ამირან პაპინაშვილი |
542 |
|
12 დავით ასუმბანი |
482 |
|
44 ბეთქილ შუკვანი |
152 |
|
52 ნესტორ ხერგიანი |
130 |
| 76 პაატა მერებაშვილი | 64 |
| 87 ლევან ჩუბინიძე | 50 |
|
150 სოსო ნიჟარაძე |
18 |
66 კგ
| 1 ცაგაანბაატარ ჰაშბაატარი (მონღოლეთი) | 1226 |
| 2 ალიმ გადანოვი (რუსეთი) | 1076 |
| 3 მიარაგჩა სანიაასურენი (მონღოლეთი) | 996 |
| 4 იო-ჩინ კიმი (სამხრეთ კორეა) | 870 |
| 5 მიკლოშ უნგვარი (უნგრეთი) | 858 |
| 26 შალვა ქარდავა | 248 |
|
123 მიხეილ ხომიზური |
38 |
| 137 პაატა მერებაშვილი | 32 |
|
142 ზაზა კედელაშვილი |
30 |
|
142 ნესტორ ხერგიანი |
30 |
| 155 უჩა ხუციშვილი | 24 |
| 181 სანდრო იაკობაშვილი | 16 |
|
181 გიორგი ფერსაშვილი |
16 |
|
204 მინდია ხომიზური |
8 |
73 კგ
| 1 კი-ჩუნ ვანგი (სამხრეთ კორეა) | 1430 |
| 2 ჰიროუკი აკიმოტო (იაპონია) | 1220 |
| 3 გი-მან ბანგი (სამხრეთ კორეა) | 1070 |
| 4 დირკ ვან ტიჩელტი (ბელგია) | 1000 |
| 5 იასუჰირო ავანო (იაპონია) | 834 |
| 33 ზაზა კედელაშვილი | 216 |
| 35 ნუგზარ ტატალაშვილი | 208 |
| 92 თენგიზ პაპოშვილი | 62 |
|
132 დავით ქევხიშვილი |
30 |
| 132 დავით კუპრაშვილი | 30 |
| 138 მიხეილ ხომიზური | 28 |
|
166 დავით კობერიძე |
20 |
257 ამბაკო ავალიანი 4
81 კგ
1 ჯაე-ბუმ კიმი (სამხრეთ კორეა) 1660
2 ივან ნიფონტოვი (რუსეთი) 1026
3 ლეანდრო გილეირო (ბრაზილია) 960
4 იან ბარტონი (ბრიტანეთი) 852
5 სირაჟუდინ მაგომედოვი (რუსეთი) 730
11 ლევან წიკლაური 512
47 ხვიჩა ხუციშვილი 144
85 დავით ქევხიშვილი 60
88 იოსებ წელაური 56
90 დავით კარბელაშვილი 52
124 გრიგოლ შინჯიკაშვილი 30
168 გიორგი ბაინდურაშვილი 16
171 საბა გავაშელიშვილი 14
176 დავით ჭაბუკაშვილი 12
90 კგ
1 ტაკაში ონო (იაპონია) 1770
2 კირილ დენისოვი (რუსეთი) 1060
3 დილშოდ ჩორიევი (უზბეკეთი) 964
4 დაიკი ნიშიამა (იაპონია) 880
5 ჰუგო პესანა (ბრაზილია) 864
8 ვარლამ ლიპარტელიანი 684
33 მინდია ბოდაველი 222
54 ზვიად გოგოჭური 102
85 საბა გავაშელიშვილი 52
107 გრიგოლ მამრიკიშვილი 40
138 ლაშა გურული 16
148 ბეთქილ ნავერიანი 12
100 კგ
1 ტაკამასა ანაი (იაპონია) 1828
2 ელკო ფან დერ ხესტი (ბელგია) 1220
3 რამადან დარვიში (ეგვიპტე) 1010
4 ჰი-ტაე ჰვანგი (სამხრეთ კორეა) 1004
5 ლუჩიანო კორეა (ბრაზილია) 890
11 ლევან ჟორჟოლიანი 588
20 ირაკლი ცირეკიძე 358
43 დავით ლორიაშვილი 158
59 რევაზ ჩიკოიძე 72
70 ნოდარ მეტრეველი 58
88 ზურაბ ზვიადაური 36
129 დიმიტრი ტურაშვილი 8
+100 კგ
1 ტედი რინერი (საფრანგეთი) 1700
2 ისლამ ელ შეჰაბი (ეგვიპტე) 1192
3 კეიჯი სუძუკი (იაპონია) 994
4 კაზუჰიკო ტაკაჰაში (იაპონია) 940
5 ანდრეას ტოლცერი (Gერმანია) 840
19 ზვიად ხანჯალიაშვილი 348
22 ადამ ოქრუაშვილი 334
29 ლაშა გუჯეჯიანი 260
105 ნოდარ მეტრეველი 20
112 გიგა გუბელაძე 16
ოთარ მაღლაკელიძე







