ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ, გასულ უქმეებზე ჩატარებული ვარშავული მსოფლიოს თასის შედეგებიც დააჯამა და განახლებული რეიტინგ-სია გამოაქვეყნა. ქართველ ძიუდოისტებს პოლონურ ტატამზე თავი არაფრით გამოუჩენიათ და შესაბამისად, ცხრილში დაწინაურებაც ვერავინ შეძლო. ამბაკო ავალიანმა (73 კგ) და დავით ლორიაშვილმა (100 კგ) ყველაზე მეტი – 12-12 სარეიტინგო ქულა შეიმატეს, მსოფლიოს თასის მერვედფინალში გასვლით. თენგიზ პაპოშვილს (73 კგ), პაატა ღვინიაშვილსა (81 კგ) და გიორგი ცოციაშვილს (90 კგ) 8-8 ქულა დაერიცხათ. ცნობისთვის, ღვინიაშვილი აქამდე რეიტინგში არ იყო. დავით ასუმბანმა (60 კგ), გიორგი შოშიაშვილმა (66 კგ) და ადამ ოქრუაშვილმა (+100 კგ) კი ვარშავულ ტატამზე გამოსვლა თითო შეხვედრით დაასრულეს და უქულოდაც დარჩნენ.
საქართველოს ნაკრების წევრთაგან, ათეულში მხოლოდ ვარლამ ლიპარტელიანია (90 კგ), ევროპის ორგზის ფინალისტი მე-9 პოზიციას იკავებს. ამირან პაპინაშვილი (60 კგ) მე-12, ხოლო ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ) – მე-16 ადგილზეა. დანარჩენი ქართველები კი ოცეულს მიღმა რჩებიან. ყველაზე ცუდად საქმე 66 კილოგრამშია, სადაც შალვა ქარდავა 43-ე საფეხურზე დგას.
ვარშავის მსოფლიოს თასის დასრულების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო კალენდარში ევროპელთათვის 7-კვირიანი შესვენება გამოცხადდა. ეს პაუზა ნაკრებებმა 21-24 აპრილს, სტამბოლში ჩასატარებელი ევროპირველობისთვის მოსამზადებლად უნდა გამოიყენონ.
აქვე, შვიდივე წონითი კატეგორიის საუკეთესო ხუთეულები და ყველა ქართველის რეიტინგი:
60 კგ
1 რიშოდ სობიროვი (უზბეკეთი) 2096
2 ჰიროაკი ჰირაოკა (იაპონია) 1318
3 გიორგი ზანთარაია (უკრაინა) 1104
4 არსენ გალსტიანი (რუსეთი) 1020
5 ბესლან მუდრანოვი (რუსეთი) 794
12 ამირან პაპინაშვილი 574
24 დავით ასუმბანი 326
47 ბეთქილ შუკვანი 170
57 ნესტორ ხერგიანი 118
89 პაატა მერებაშვილი 52
171 სოსო ნიჟარაძე 10
66 კგ
1 ცაგაანბაატარ ჰაშბაატარი (მონღოლეთი) 1570
2 ალიმ გადანოვი (რუსეთი) 1226
3 ჯუნპეი მორიშიტა (იაპონია) 1130
4 მუსა მოგუშკოვი (რუსეთი) 976
5 სუგოი ურიარტე (ესპანეთი) 920
43 შალვა ქარდავა 190
125 პაატა მერებაშვილი 32
130 ზაზა კედელაშვილი 30
143 მიხეილ ხომიზური 26
147 უჩა ხუციშვილი 24
154 სანდრო იაკობაშვილი 22
174 გიორგი შოშიაშვილი 16
190 არსენა მაჭარაშვილი 12
204 გიორგი ფერსაშვილი 10
73 კგ
1 კი-ჩუნ ვანგი (სამხრეთ კორეა) 1548
2 ჰიროუკი აკიმოტო (იაპონია) 1260
3 დირკ ვან ტიჩელტი (ბელგია) 1080
4 მანსურ ისაევი (რუსეთი) 1000
5 იასუჰირო ავანო (იაპონია) 888
37 ნუგზარ ტატალაშვილი 208
46 ზაზა კედელაშვილი 166
64 ამბაკო ავალიანი 112
88 თენგიზ პაპოშვილი 74
131 დავით ქევხიშვილი 30
131 დავით კუპრაშვილი 30
154 მიხეილ ხომიზური 22
163 ზვიად ბაზანდარაშვილი 20
177 ზურაბ ნოზაძე 16
185 დავით კობერიძე 14
81 კგ
1 ჯაე-ბუმ კიმი (სამხრეთ კორეა) 1760
2 ლეანდრო გილეირო (ბრაზილია) 1110
3 ივან ნიფონტოვი (რუსეთი) 950
4 იან ბარტონი (ბრიტანეთი) 922
5 ტაკაჰირო ნაკაი (იაპონია) 838
21 ლევან წიკლაური 400
50 ავთანდილ ჭრიკიშვილი 160
60 დავით კარბელაშვილი 126
69 ხვიჩა ხუციშვილი 100
90 დავით ქევხიშვილი 60
130 იოსებ წელაური 28
172 გიორგი ბაინდურაშვილი 16
200 პაატა ღვინიაშვილი 8
224 დავით ჭაბუკაშვილი 6
228 გრიგოლ შინჯიკაშვილი 4
90 კგ
1 ტაკაში ონო (იაპონია) 1580
2 კირილ დენისოვი (რუსეთი) 1220
3 დაიკი ნიშიამა (იაპონია) 1160
4 ელხან მამადოვი (აზერბაიჯანი) 1068
5 ილიას ილიადისი (საბერძნეთი) 982
9 ვარლამ ლიპარტელიანი 652
46 მინდია ბოდაველი 154
82 ზვიად გოგოჭური 66
86 საბა გავაშელიშვილი 58
110 ლაშა გურული 32
114 გრიგოლ მამრიკიშვილი 30
123 გიორგი ცოციაშვილი 24
147 ბეთქილ ნავერიანი 12
100 კგ
1 ტაკამასა ანაი (იაპონია) 1716
2 ჰენკ ხროლი (ჰოლანდია) 1112
3 მაქსიმ რაკოვი (ყაზახეთი) 1098
4 ელკო ფან დერ ხესტი (ბელგია) 1086
5 ჰი-ტაე ჰვანგი (სამხრეთ კორეა) 1024
16 ლევან ჟორჟოლიანი 512
31 ირაკლი ცირეკიძე 282
52 დავით ლორიაშვილი 108
69 რევაზ ჩიკოიძე 56
108 ნოდარ მეტრეველი 20
118 ზურაბ ზვიადაური 18
+100 კგ
1 ტედი რინერი (საფრანგეთი) 1900
2 ისლამ ელ შეჰაბი (ეგვიპტე) 1490
3 ანდრეას ტოლცერი (გერმანია) 1248
4 კეიჯი სუძუკი (იაპონია) 1028
5 კაზუჰიკო ტაკაჰაში (იაპონია) 944
27 ადამ ოქრუაშვილი 288
31 ზვიად ხანჯალიაშვილი 250
36 ლაშა გუჯეჯიანი 204
76 ნოდარ მეტრეველი 64
125 გიგა გუბელაძე 8
ოთარ მაღლაკელიძე







