ძიუდო

19:01 | 8.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოისტებმა თურქეთისთვის ავტობუსი შეუკვეთეს

საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრები 19-20 მარტს, ანტალიაში ჩასატარებელ ევროპის თასზე გაფართოებული შემადგენლობით გამოვა. ძიუდოს ფედერაციის გადაწყვეტილებით, თურქულ ტატამზე საქართველოს ჩემპიონატის ყველა ჩემპიონ-პრიზიორი გავა. 32-კაციან განაცხადს სავარაუდოდ, რამდენიმე უმედლოდ დარჩენილი ძიუდოისტიც დაემატება, რომლებიც ანტალიაში საკუთარი ხარჯით იცხოვრებენ. რაც შეეხება მგზავრობას, ქართული დელეგაცია თურქეთში ავტობუსით გაემგზავრება და უკანაც იმავე ავტობუსით დაბრუნდება.
ანტალიის ევროპის თასის დასრულებიდან ზუსტად ორ კვირაში – 2-3 აპრილს, ქართული გუნდი ანალოგიურ ტურნირზე კიევში გამოვა, მაგრამ რამდენკაციანი შემადგენლობით, ჯერჯერობით უცნობია. ჭაბუკთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ვაზაგაშვილის მიერ “მსოფლიო სპორტისთვის” გაკეთებული კომენტარის თანახმად, საუკრაინე განაცხადის შედგენისას თურქულ შედეგებს გაითვალისწინებენ.
ორ საერთაშორისო ტურნირს ორი ქართული შეჯიბრიც მოყვება და რვავე წონითი კატეგორიის ლიდერი საერთო შედეგების დაჯამებით დასახელდება. სწორედ ეს რვა რჩეული ჭაბუკი მოიპოვებს ადგილს ევროპის ჩემპიონატზე წამსვლელ საქართველოს ნაკრებში. ევროპირველობას 24-26 ივნისს, მალტის ქალაქი კოტონერა უმასპინძლებს.
ბოლოს შეგახსენებთ, საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორებს წონითი კატეგორიების მიხედვით:
50 კგ - მიხეილ კირკიტაძე, ბაჩო ჭიკაიძე, ბექა ნათათრალიშვილი, თორნიკე ჭოველიძე; 55 კგ - ვანო მამისაშვილი, გივი აფაქიძე, დიმიტრი ცაბაძე, ბაჩანა ბოლქვაძე; 60 კგ – თამაზ კირაკოზაშვილი, ჯუმბერ ჩიხიაშვილი, ბექა შერმადინი, იაკობ მაისურაძე; 66 კგ – გიორგი მუზაშვილი, აპოლონ ზურაბიანი, გიორგი ტიტვინიძე, დავით ჭიკაიძე; 73 კგ - ბექა დონღვანი, ვანო ჩურჩხელაშვილი, ლევან გუგავა, ლერი დადვანი; 81 კგ - ბექა ღვინიაშვილი, ჯაბა მუმლაძე, დავით ოზბეთელაშვილი, ადამ ვარაზიშვილი; 90 კგ - შალვა ჩოჩელი, გურამ თუშიშვილი, ჯაბა კაპანაძე, ბაქარ მაზიაშვილი; +90 კგ - გიორგი ლაზუაშვილი, ზაზა ხუბულური, ირაკლი კახნიაშვილი, გიორგი გელაშვილი.
 

 

ოთარ მაღლაკელიძე



 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091418