ძიუდო

0:21 | 26.01.2010 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოისტებმა მსოფლიოს თასის ოცდარვაეული შეავსეს

თბილისის “მსოფლიოს თასამდე” ხუთიოდ დღით ადრე, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ამირან ტოტიკაშვილმა შემადგენლობა დაასახელა. მეორე კვირაა, გაფართოებული შემადგენლობა წინასატურნირო დასკვნით შეკრებას თბილისში გადის. გუშინ ტოტიკაშვილმა ღია ვარჯიში ჩაატარა და ჟურნალისტებს თითოეული წონითი კატეგორიის ოთხ-ოთხი რჩეულის ვინაობაც გააცნო.
წინასწარი გეგმით, თბილისის “მსოფლიოს თასზე” ნაკრების ღირსება შარშან დეკემბერში, ქუთაისში ჩატარებული საქართველოს ჩემპიონატის მედალოსნებს უნდა დაეცვათ. ძირითადად ასეც მოხდა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა. 60, 66, 81 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში შიდა კონკურენციის სამეულები ხელუხლებელი დარჩა. 73 კილოგრამში ბრინჯაოს პრიზიორ დავით კობერიძის ადგილი ევროპის სამგზის ჩემპიონმა, ზაზა კედელაშვილმა დაიკავა, რომელმაც საქართველოს პირველობა ტრავმის გამო გამოტოვა.
90 კილოგრამში ქუთაისური კვარცხლბეკის მეორე-მესამე საფეხურებზე ასულ გიორგი ცოციაშვილსა და თედორე მასმანიდისს ნაკრების მწვრთნელმა ამ ეტაპზე დასვენება გამოუწერა და მათ ნაცვლად, ნაკრებში მინდია ბოდაველი და ლაშა გურული გაამწესა. ცნობისთვის, საქართველოს ჩემპიონატში ორივე მათგანმა მე-5 ადგილი დაიკავა. 100-ში მსოფლიოს თასს კიდევ ერთი მეხუთეადგილოსანი, ნოდარ მეტრეველი იჭიდავებს. ვერცხლისმედალოსანი ზურაბ ზვიადაური კი, მოსამზადებელ ეტაპზე გადატანილი ავადმყოფობის გამო, ახალ სეზონს ერთ თვეში დაიწყებს.
სპორტის სასახლეში მძიმეწონოსან ლაშა გუჯეჯიანსაც უნდა ეჭიდავა, მაგრამ რამდენიმე დღის წინათ, ვარჯიშისას, საქართველოს პირველობაზე მიღებული ტრავმა გაიმიზეზა და შემადგენლობაშიც ვეღარ მოხვდა. შეგახსენებთ, გუჯეჯიანმა ამ ტრავმის გამო იმერულ კვარცხლბეკზე ასვლაც ვერ შეძლო და მისთვის, როგორც ნაკრების გამოცდილი წევრისთვის, მწვრთნელები დამატებითი შანსის მიცემას აპირებდნენ.
მსოფლიოს თასზე ქართულ განაცხადს დავით ქევხიშვილიც დააკლდება, რომელიც სეზონს სავარაუდოდ, რომელიმე საგაზაფხულო საერთაშორისო ტურნირით დაიწყებს. ქევხიშვილი არც მიმდინარე შეკრებაში მონაწილეობს. ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე კი ნაკრებთან ერთადაა, თუმც კიმონოს, “მსოფლიოს თასიდან” ერთ კვირაში - 6-7 თებერვალს პარიზში ჩასატარებელ დიდ სლემზე მოირგებს.
დასასრულ, საქართველოს ნაკრების 28-კაციანი სამსოფლიოსთასო შემადგენლობა:
60 კგ
ბეთქილ შუკვანი
ამირან პაპინაშვილი
პაატა მერებაშვილი

დავით ასუმბანი

66 კგ
მიხეილ ხომიზური
უჩა ხუციშვილი
ნესტორ ხერგიანი
შალვა ქარდავა
73 კგ
ზაზა კედელაშვილი
ანზორ ხმიადაშვილი
გიორგი დილებაშვილი
ნუგზარ ტატალაშვილი
81 კგ
იოსებ წელაური
ლევან წიკლაური
დავით კარბელაშვილი
ხვიჩა ხუციშვილი
90 კგ
საბა გავაშელიშვილი
ვარლამ ლიპარტელიანი
მინდია ბოდაველი
ლაშა გურული
100 კგ
დავით ლორიაშვილი
რევაზ ჩიკოიძე
ლევან ჟორჟოლიანი
ნოდარ მეტრეველი
+100 კგ
ზვიად ხანჯალიაშვილი
გოგა გუბელაძე
ადამ ოქრუაშვილი
ალექსი დავითაშვილი
 
 
ოთარ მაღლაკელიძე
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094087