დღეს, ქართველი ძიუდოისტები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდნენ. სახელმწიფო კანცელარიას, ეროვნული ნაკრების წევრებისა და მთავარ მწვრთნელ ირაკლი უზნაძის გარდა, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვიც ესტუმრნენ.
ადვილი მისახვედრია, ძირითადი სასაუბრო თემა დარბაზის პრობლემა იყო, რომელიც ძიუდოისტებს, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის აკადემიაში სარემონტო სამუშაოების ჩატარების შემდეგ შეექმნათ. დიღომში მდებარე დარბაზი, ძიუდოს ფედერაციას, წლების წინ, თბილისის მერიამ საჩუქრად გადასცა და ეს, პრესასა და ტელევიზიაშიც გაშუქდა, მაგრამ როგორც შემდეგ აღმოჩნდა, დარბაზი ძიუდოისტებს ოფიციალურად ჯერაც არ ეკუთვნით და იქ დაბრუნების შანსიც, არც თუ მაღალია.
“მსოფლიო სპორტმა” შეიტყო, რომ პრემიერ-მინისტრი, ძიუდოს ფედერაციას შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიის იურიდიულად გადაცემას დაჰპირდა, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებული ოფიციალური კომენტარისგან, ჯერ ყველა თავს იკავებს. არც პრემიერის პრეს-სამსახური ავრცელებს, თუნდაც მშრალ ინფორმაციას.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ქალთა შორის ასევე გამოვა ესთერ სტამი - 70 კგ.
ბუდაპეშტში ამ შაბათ – კვირას იასპარეზებენ: 60 კგ – პაპინაშვილი, ჩხვიმიანი, 66 კგ – ქარდავა, ლილუასვილი, 73 კგ – შავდათუაშვილი, რეხვიასვილი, 90 კგ – გოგოჭური, 100 კგ – მსხალაძე და მძიმეში – მატიაშვილი. ასევე წასვლის პრედენდენტები არიან 81 კგ – წიკლაური, მარგიანი და მძიმეში ოქრუაშვილი, თუმცა მათი გამოსვლა ექიმების გადასაწყვეტია.
ზებედა აწიეთ რა 81 კგ-ში
მაგას დიდი ხანია ვიძახი, მაგრამ ჯერჯერობით არ შვრებიან. ამ ექსპერიმენტებით საერთოდ გააფუჭებენ მაგ ბიჭს.
მეც მაგ აზზე ვარ ყველა ტურნის გამოფიტული ჭიდაობს 1 მოგების შემდეგ ძალა არარ ყოფნის არადა 81 კგ როცა იწიდავა ერთი ამუნთქვიტ მოიგო ის ტურნირი.... ლაშას გადასვლა ახალ წონაში ერთი სიტყვით გდაწყდა და აქ ამდენი ცდა რა საჭიროა, გასაგებია რომ ამ წონებში დიდი კონკურენციაა მაგრამ ამის გამო არავინ არ უნდა დაიჩაგროს დაე საუკეთესომ იჭიდაოს ტურნირებზე
ჯერჯერობით ამ ტურნირზეც 73–ში აკლებინებენ
მერიამ დროზე მოაგვაროს რა
შეხვდა უბრალოდ სახელისთვის თორე არაფრის გამკეთებელი არ არის
კაციშვილს არ აინტერესებს აქ ეხლა რომ დაწერო, მესი ფიდელ კასტროს შეხვდაო 1700 კომენტარი იქნება
მარგველა გამოვაგდოთ მაინც არაფერს აკეთებს და შევუშვატ ესენი იქ დარბაზების მეტი რაა
100%
პრემიებს ხო ირიგებენ დიდის ამბით. ბიძინამ მაინც შეუფუცხუნოს.
სად არის ბიძინაჩემი რაზე არ ასრულებს თავის სიტყვას?