ძიუდო

19:50 | 19.11.2010 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოისტებმა ჩემპიონ-პრიზიორები გამოავლინეს

სპორტის სასახლეში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში. დღეს მედლები ოთხ წონით კატეგორიაში - 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში გათამაშდა. ჩემპიონის ტიტულს გიორგი ბაინდურაშვილი (81კგ), ლაშა გურული (90), ლევან ჟორჟოლიანი (100) და ზვიად ხანჯალიაშვილი (+100) დაეუფლნენ. ბაინდურაშვილმა ფინალში პაატა ღვინიაშვილი დაამარცხა. გურულმა სანდრო გავაშელიშვილს სძლია, ჟორჟოლიანმა – დავით ლორიას, ხოლო ხანჯალიაშვილმა - ადამ ოქრუაშვილს.
ბრინჯაოს პრიზიორები 81 კგ-ში დავით კარბელაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი გახდნენ. 90-ში არჩილ შინჯიკაშვილი და გიორგი ცოციაშვილი 100-ში რევაზ ჩიკოიძე და კონსტანტინე მუკვანი, ხოლო მძიმე წონაში ვახტანგ  ზოიძე და ნოდარ მეტრეველი.
ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.159759