ძიუდო

22:36 | 7.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოისტებმა ბუქარესტული ხეირი რეიტინგშიც ნახეს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ამირან პაპინაშვილი, მსოფლიოს რეიტინგში, თავის წონით კატეგორიაში მეექვსე ადგილამდე დაწინაურდა. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართვილი, მართალია, ბოლო ორ უქმეებზე ჩატარებულ მოსკოვის დიდ სლემსა და ბუქარესტის მსოფლიოს თასზე არ გამოსულა, მაგრამ 2 საფეხურით წინ მაინც წაიწია, რაც მისი კონკურენტებისთვის შარშანდელ ტურნირებზე მოპოვებული ქულების განახევრებამ გამოიწვია.
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა, განახლებულ რეიტინგსია დღეს გამოაქვეყნა და მასში ქართველთაგან ყველაზე მეტად ბუქარესტულ კვარცხლბეკზე ასულებმა იხეირეს. შეგახსენებთ, რუმინულ ტურნირზე ქართული გუნდის ოთხი წევრი ფინალში გავიდა. ბეთქილ შუკვანმა (60 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81 კგ) და ზვიად გოგოჭურმა (90 კგ) გადამწყვეტ შეხვედრებშიც იმარჯვეს, ხოლო ზვიად ხანჯალიაშვილი (+100 კგ) ვერცხლს დასჯერდა.
შუკვანი საჩემპიონო 100 ქულით 34-ე ადგილიდან 24-მდე დაწინაურდა და აქამდე თავისზე წინ მდგომ დავით ასუმბანს 2 საფეხურით გაუსწრო. ჭრიკიშვილი მსოფლიოს თასამდე 48-ე პოზიციას იკავებდა, ამჟამად კი, 34-ე ადგილზეა, საერთო 284 ქულით. გოგოჭურმა სულაც 38-საფეხურიანი ნახტომი გააკეთა და 146 ქულით რეიტინგის 48-ე ნომერია. მართალია, ხანჯალიაშვილმა მხოლოდ 60 ქულა მიითვალა, მაგრამ ეს მონაგარიც ეყო ქართველ მძიმეწონოსანთა შორის დასაწინაურებლად. გასულ უიქენდამდე ადამ ოქრუაშვილი ლიდერობდა, ამჯერად კი, იგი 31-ე პოზიციაზეა, ხოლო ხანჯალიაშვილი მასზე 6 ნაბიჯით წინ.

საუკეთესო ათეულში, პაპინაშვილის გარდა, ქართული გუნდის კიდევ ერთი წევრია – 90 კილოგრამში მოჭიდავე ვარლამ ლიპარტელიანი 666 ქულით მე-9 ადგილს იკავებს.
საქართველოს ნაკრების ყველა კანდიდატის სარეიტინგო მაჩვენებელს და შვიდივე წონითი კატეგორიის საუკეთესო ხუთეულს აქვე გთავაზობთ.

ოთარ მაღლაკელიძე


60 კგ
1 რიშოდ სობიროვი (უზბეკეთი)                  2350
2 გიორგი ზანთარაია (უკრაინა)                    1224
3 ჰიროაკი ჰირაოკა (იაპონია)                       1000
4 არსენ გალსტიანი (რუსეთი)                       942
5 ბესლან მუდრანოვი (რუსეთი)                   774
6 ამირან პაპინაშვილი                        748
24 ბეთქილ შუკვანი                            360
26 დავით ასუმბანი                            325
79 პაატა მერებაშვილი                        64
80 ნესტორ ხერგიანი                           62
181 სოსო ნიჟარაძე                             10

66 კგ
1 ცაგაანბაატარ ჰაშბაატარი (მონღოლეთი)    1478
2 ალიმ გადანოვი (რუსეთი)                          1340
3 ჯუნპეი მორიშიტა (იაპონია)                      1280
4 მუსა მოგუშკოვი (რუსეთი)                         1021
5 როკ დრაკშიჩი (სლოვენია)                          856
40 შალვა ქარდავა                               196
122 ზაზა კედელაშვილი                      30
130 პაატა მერებაშვილი                       28
141 უჩა ხუციშვილი                            24
148 სანდრო იაკობაშვილი                   22
166 გიორგი შოშიაშვილი                     18
170 მიხეილ ხომიზური                        16
192 არსენა მაჭარაშვილი                      12
203 გიორგი ფერსაშვილი                     10

73 კგ
1 კი-ჩუნ ვანგი (სამხრეთ კორეა)                     1524
2 დირკ ვან ტიჩელტი (ბელგია)                      1010
3 დექს ელმონი (ჰოლანდია)                           1000
4 მანსურ ისაევი (რუსეთი)                              946
5 ჰიროუკი აკიმოტო (იაპონია)                        940
31 ნუგზარ ტატალაშვილი                     236
43 ამბაკო ავალიანი                              176
50 ზაზა კედელაშვილი                         148
70 თენგიზ პაპოშვილი                         100
134 დავით ქევხიშვილი                        30
134 დავით კუპრაშვილი                        30
161 ზვიად ბაზანდარაშვილი                  20
175 ზურაბ ნოზაძე                                 16
215 მიხეილ ხომიზური                          10
215 დავით კობერიძე                             10

81 კგ
1 ჯაე-ბუმ კიმი (სამხრეთ კორეა)                       1760
2 ლეანდრო გილეირო (ბრაზილია)                   1300
3 ივან ნიფონტოვი (რუსეთი)                            882
4 იან ბარტონი (ბრიტანეთი)                              878
5 ელნურ მამადოვი (აზერბაიჯანი)                    870
24 ლევან წიკლაური                               360
34 ავთანდილ ჭრიკიშვილი                     284
55 დავით კარბელაშვილი                       146
116 ხვიჩა ხუციშვილი                            40
135 დავით ქევხიშვილი                          30
139 იოსებ წელაური                               28
206 პაატა ღვინიაშვილი                          8
225 გიორგი ბაინდურაშვილი                   6
225 დავით ჭაბუკაშვილი                         6
234 გრიგოლ შინჯიკაშვილი                     4

90 კგ
1 ილიას ილიადისი (საბერძნეთი)                     1416
2 ტაკაში ონო (იაპონია)                                      1306
3 დაიკი ნიშიამა (იაპონია)                                 1288
4 კირილ დენისოვი (რუსეთი)                            1238
5 ელხან მამადოვი (აზერბაიჯანი)                      1020
9 ვარლამ ლიპარტელიანი                        666
48 ზვიად გოგოჭური                               146
56 მინდია ბოდაველი                              136
89 საბა გავაშელიშვილი                           58
111 ლაშა გურული                                   34
117 გრიგოლ მამრიკიშვილი                      30
135 გიორგი ცოციაშვილი                          24
181 ბეთქილ ნავერიანი                              6

100 კგ
1 ტაკამასა ანაი (იაპონია)                                     1536
2 ჰენკ ხროლი (ჰოლანდია)                                   1224
3 მაქსიმ რაკოვი (ყაზახეთი)                                 1084
4 სერგეი სამოილოვიჩი (რუსეთი)                        946
5 ტაგირ ხაიბულაევი (რუსეთი)                             928
17 ლევან ჟორჟოლიანი                              516
30 ირაკლი ცირეკიძე                                 304
54 დავით ლორიაშვილი                            108
72 რევაზ ჩიკოიძე                                      56
88 ალექსანდრე მსხალაძე                           36
110 ნოდარ მეტრეველი                              20
118 ზურაბ ზვიადაური                              18

+100 კგ
1 ტედი რინერი (საფრანგეთი)                              2080
2 ისლამ ელ შეჰაბი (ეგვიპტე)                               1540
3 ანდრეას ტოლცერი (გერმანია)                           1186
4 სუნგ-მინ კიმი (სამხრეთ კორეა)                          836
5 აბდულო ტანგრიევი (უზბეკეთი)                       874
25 ზვიად ხანჯალიაშვილი                        324
31 ადამ ოქრუაშვილი                                254
39 ლაშა გუჯეჯიანი                                  176
85 ნოდარ მეტრეველი                               46
127 გიგა გუბელაძე                                    8

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.098433