ძიუდო

20:22 | 18.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოისტები იაპონელ კოლეგებს საქართველოში ეპატიჟებიან

საქართველოს ძიუდოს ფედერაცია, იაპონიის ძიუდოისტთა ყველა ასაკობრივი ჯგუფის ნაკრებს საქართველოში იწვევს სავარჯიშოდ და ოჯახებით საცხოვრებლად. ძიუდოს სამშობლოში დატრიალებული მოვლენების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას, დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა პატივი იაპონიის საელჩოში მისვლით მიაგეს.
ფედერაციის ხელმძღვანელობა, ნაკრების სამწვრთნელო შტაბი და სპორტსმენები იაპონიის საელჩოში მივიდნენ, ყვავილები მიიტანეს, სანთლები დაანთეს და სამძიმრის წიგნშიც გააკეთეს ჩანაწერები.
“ამ ფორმით, ჩვენმა ფედერაციამ იაპონელი ხალხის მხარდაჭერა გამოხატა. იქაურ ძიუდოს ფედერაციაში სამძიმარის წერილიც გავგზავნეთ. ტრაგედიის დღეებში საქართველოს ნაკრები იაპონიაში იმყოფებოდა მოსამზადებელ შეკრებაზე და საბედნიეროდ, დელეგაციის არც ერთი წევრი არ დაზარალებულა” – განაცხადა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი ალექსიძემ. ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ევროპის ორგზის ფინალისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა კი, ქართველი და იაპონელი ძიუდოისტების მეგობრულ ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება და ტოკიოში გატარებული დღეები გაიხსენა, როდესაც იქ მცხოვრები ქართველი სპორტსმენების მისამართით დიდ პატივისცემას გამოხატავდნენ.

ოთარ მაღლაკელიძე



 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09348