ჭიდაობა

12:28 | 13.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ძირითად ბადეს მხოლოდ ლაშხი შერჩა

 

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რევაზ ლაშხმა (66 კგ) ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე სამი შეხვედრა მოიგო და ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებს. იაკობ ქაჯაია (130 კგ) კი მერვედფინალში დამარცხდა.

ლაშხმა უზბეკი ბობირეკ ზაილობიდინოვისა (5:0) და ამერიკელი ბრიუს სადორისის (1:0) ძლევის შემდეგ, უკრაინელ დენის დემიანკოვსაც აჯობა (4:0) და მეოთხედფინალში გავიდა.

ქაჯაიამ ძირითად ბადეში გამოსვლა რუსეთის ნაკრების წევრ ბილიალ მახოვთან სუფთად წაგებით დაასრულა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი კი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეცემა, თუ რუსი მძიმეწონოსანი ფინალში გავა. შეგახსენებთ, ბილიალ მახოვი მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონია, ოღონდ თავისუფალ ჭიდაობაში.

დღესვე უზბეკურ ხალიჩაზე 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე გიორგი ცირეკიძეც გავიდა, მაგრამ პირველსავე წრეში გერმანელ პასკალ ეიზელთან წააგო. ამ უკანასკნელმა კი მალევე წაიფორხილა და ცირეკიძე ტურნირს გამოეთიშა.

 

ვასილ მშვილდაძე

0.139374