ფეხბურთი

15:38 | 12.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ძანეტიმ “ინტერი” გაიხანგრძლივა

მილანის “ინტერის” კაპიტანმა ხავიერ ძანეტიმ კლუბთან კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა. ინფორმაცია “ნერაძურის” ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. შეგახსენებთ, 39 წლის ფეხბურთელი ამჟამად ტრავმირებულია და მინდორს სავარაუდოდ შემოდგომის ბოლოს დაუბრუნდება.

“მინდა მადლობა ვუთხრა კლუბის ხელმძღვანელობას, რომელიც ამხელა ნდობას მიცხადებს. ვეცდები, მადლობა კარგი თამაშით გადავუხადო. იმედია, მინდორზე წინასწარ დაგეგმილ თარიღზე ადრე დავბრუნდები”, – განაცხადა ხავიერ ძანეტიმ.

0.121077