ფეხბურთი

19:17 | 7.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ძანეტი: “მოურინიო ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ტრავმის შემდეგ დამირეკა”

მილანის “ინტერის” კაპიტანი ხავიერ ძანეტი ჟოზე მოურინიოზე საუბრობს და აცხადებს, რომ პორტუგალიელი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მას მძიმე ტრავმის მიღების შედეგ დაურეკა და მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

“მოურინიოსთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მასთან გამომშვიდობება გამიჭირდა, რადგან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ. ჟოზეს “რეალში” წასვლა ჩვენი გუნდისთვის დიდი დარტყმა იყო.

მოურინიოს “ინტერში” მუშაობა ძალიან კარგად მახსოვს. პორტუგალიელი ყოველთვის იმას აკეთებდა, რაც ჩვენთვის უკეთესი იყო. ის ძირითად შემადგენლობაში ყოველთვის იმ ფეხბურთელებს ათამაშებდა, რომლებიც უკეთეს ფორმაში იყვნენ. მისთვის, სახელებს დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა.

მას შემდეგ, რაც ტრავმა მივიღე, მოურინიო ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც დამირეკა და მითხრა, რომ მოედანზე აუცილებლად დავბრუნდები.” – ციტირებს ხავიერ ძანეტის სიტყვებს Football Italia.

0.116821