ფეხბურთი

18:05 | 21.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ძანეტი მაცარის კუპერს ადარებს

მილანის “ინტერის” კაპიტანი ხავიერ ძანეტი გუნდის ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს, ვალტერ ამცარის ექტორ რაულ კუპერს ადარებს, რომელიც “ნერაძურის” 2001-03 წლებში თავკაცობდა.

“მაცარიმ ჩემზე კარგი შთაბეჭდილება ჩვენი პირველივე შეხვედრის დროს მოახდინა. ის საქმიანი ადამიანია, რომლის შეხედულებებიც მომწონს. ის გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე გუნდის შექმნაზე მუშაობს. საკუთარ საქმესთან დამოკიდებულების მხრივ, მაცარი კუპერს მაგონებს.” – აცხადებს ძანეტი, რომელსაც, ტრავმის გამო, მაცარის ხელმძღვანელობით ჯერ არაცერთი თამაში არ ჩაუტარებია.

შეგახსენებთ, რომ ექტორ რაულ კუპერი, 2008-09 წლებში, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა.

0.12014