ფეხბურთი

11:53 | 14.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ძანეტი: “მაცარი უმაღლესი დონის მწვრთნელია”

ინტერის ვეტერანმა არგენტინელმა მცველმა ხავიერ ძანეტიმ, კლუბში არსებულ ვითარებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ,,ტოტოსპორტისთვის’’ გაკეთებულ კომენტარში, ფეხბურთელმა უმაღლესი დონის მწვრთნელი უწოდა ვალტერ მაცარის, “ინტერის” მიზნად, სერია A-ს ჩემპიონობა მიიჩნია და ასევე გაიხსენა რაფაელ ბენიტესის “ინტერში” მოღვაწეობის ხანა.

,,ვალტერ მაცარის შესახებ ბევრი რამ მსმენია. რა თქმა უნდა, უმაღლესი დონის მწვრთნელია. გასულ წლებში მისი გუნდის წინააღმდეგ მიწევდა თამაში, ამჟამად კი, ერთად მუშაობის საშუალება მოგვეცა, იგივეს თქმა შემიძლია რაფაელ ბენიტესზე, თუმცა მისი “ინტერში” ყოფნის პერიოდში, გუნდში ტრავმირებულთა რაოდენობა საკმოდ დიდი იყო და ვფიქრობ, ამ ფაქტორმა დიდი როლი შეასრულა კლუბის წარუმატებლობაში’’, - აღნიშნა ფეხბურთელმა.

,,ინტერის” მიზანი იტალიის ჩემპიონობისთვის ბრძოლაა. იმედი მაქვს, ტრავმას მალე მოვიშუშებ და კლუბს გამარჯვებების მოპოვებაში დავეხმარები’’, - განაცხადა არგენტინელმა.

შეგახსენებთ, ტრავმის გამო, ამ სეზონში, ხავიერ ძანეტის მოედანზე გასვლის საშუალება არ მისცემია.

დიმიტრი შარიქაძე


0.117002