ფეხბურთი

19:16 | 30.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ძანეტი “ინტერის” ვიცე-პრეზიდენტი იქნება

“ინტერის” ლეგენდარული კაპიტანი ხავიერ ძანეტი, მომდევნო 2 წლის განმავლობაში, მილანელთა ვიცე-პრეზიდენტი იქნება. ამ ინფორმაციას “ნერაძურის” პრეზიდენტი ერიკ ტოჰირი ავრცელებს.

“ძანეტი, მომდევნო 2 წლის განმავლობაში, “ინტერის” ვიცე-პრეზიდენტი იქნება.

მაცარი? იმედი გვაქვს, რომ ახალი კონტრაქტის თაობაზე განცხადებას მალე გავაკეთებთ.” – აცხადებს ტოჰირი.

ხავიერ ძანეტი “ინტერში” 1995-2014 წლებში თამაშობდა. მილანელთა მაისურით მან 858 თამაში ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და 16 ტიტული მოიგო.

0.17687