ფეხბურთი

22:13 | 27.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ძამბროტა “კიასოს” გაწვრთნის

ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი ჯანლუკა ძამბროტა შვეიცარული “კიასოს” მთავარი მწვრთნელი გახდა.

36 წლის ძამბროტა, მიმდინარე სეზონის ბოლომდე, “კიასოს” მოთამაშე-მწვრთნელი იქნება. გუნდის დამრიგებლის ფუნქციის შეთავსება მან მას შემდეგ დაიწყო, რაც კლუბის ხელმძღვანელობამ რიშარდ კომორნიცკი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.

“კიასო” შვეიცარიის მე-2 ლიგაში თამაშობს. 16 ტურის შემდეგ, 8 ქულით, გუნდი ბოლოსწინა, მე-9 პოზიციას იკავებს.

შეგახსენებთ, რომ ეს ბოლო წლებში პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი შვეიცარული გუნდის მოთამაშე-მწვრთნელი ხდება. ცოტა ხნის წინათ, “სიონში” იგივე მოვალეობას ჯენარო გატუზო ასრულებდა, თუმცა არცთუ წარმატებით.

0.118046