ფეხბურთი

11:45 | 20.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ძამბროტა კარიერას შვეიცარიაში გააგრძელებს

იტალიის ეროვნული ნაკრების, ტურინის “ივენტუსის”, “მილანისა” და “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი ჯანლუკა ძამბროტა კარიერას შვეიცარიის მეორე დივიზიონში გააგრძელებს.

36 წლის ნახევარმცველმა საფეხბურთო კლუბ “კიასოსთან” ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. თამაშის პარალელურად, ის მთავარი მწვრთნელის ასისტენტადაც იმუშავებს.

“მილანის” დატოვების შემდეგ, იტალიელი ვეტერანი უკლუბოდ იყო და სწორედ “კიასოში” ვარჯიშით ინარჩუნებდა ფორმას, ახლა კი, გუნდის წევრი ოფიციალურად გახდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონის პირველ ტურში ეს გუნდი “ვადუცთან” 1:3 დამარცხდა.

 

0.116633