პოლონეთის ეკსტრაკლასას მე-10 ტურის დასკვნით მატჩში ბიავისტოკის “იაგელონიამ” “პოდბესკიძიე” 4:2 დაამარცხა და 1 გოლი ქართველმა ლეგიონერმა ნიკა ძალამიძემაც გაიტანა.
ჩვენებური სათადარიგო გახლდათ და მასპინძელთა რიგებში 81-ე წუთზე გამოჩნდა, დარჩენილ დროში კი ბევრი რამ მოასწრო: ნიკამ 87-ე წუთზე გოლი შეაგდო და მაისურის გახდისთვის ყვითელი ბარათიც მიიღო. საინტერესოა, რომ ქართველი ნახევარმცველის შედეგიანი დარტყმა სტუმართა მეკარე რიჩარდ ზაიაცის სულელურ თამაშს მოჰყვა, რომელიც რატომღაც კარიდან გამოვარდა და ბურთის მოგერიების ნაცვლად, იგი სწორედ ძალამიძეს ცარიელი კარის წინ დაუგორა...
“იაგელონიამ” ბოლო 4 მატჩიდან მე-3 მოიგო, თავი 17 ქულას მოუყარა და მე-6 ადგილზე აინაცვლა, თანაც ლიდერ “ლეგიას” მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.
ყაზანის “რუბინის” და მოსკოვის “ტორპედოს” მატჩით “დაიხურა” რუსული პრემიერლიგის მე-9 ტური. ყაზანელებმა 2:1 მოიგეს და 13 ქულით მე-8 ადგილზე გადავიდნენ, მასპინძელთა ქართველმა მცველმა სოლომონ კვერკველიამ კი შეუცვლელად ითამაშა და 86-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ისიც ვთქვათ, რომ ტორპედოელებმა ანგარიში იმ პენალტით გახსნეს, რომელიც ჩვენებურმა “აიკიდა”.
ძალამიძის გოლი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კარგი იქნება თუ ჰოფენჰაიმში გადავა ფოლანდის ადგილს დაიკავებს
წამო დინამოში

ისე, კარგი იქნებოდა DDDD
კუბა რომაში მინდა