ნიკა ძალამიძემ ორთვიანი შესვენების შემდეგ ითამაშა. როგორც იცით, მან ნოემბერში კოჭის ტრავმა მიიღო და ოპერაცია დასჭირდა. ძალამიძემ სამი კვირის წინ დაიწყო მსუბუქად ვარჯიში, შემდეგ ნელ-ნელა ზრდიდა დატვირთვებს და თურქულ შეკრებაზე პირველი მატჩიც ჩაატარა: “იაგელონიამ” ხორვატიის “დრაგოვოლიაცთან” 1:2 წააგო, ნიკა კი 73-ე წუთზე შევიდა მინდორზე.
“იაგელონიას” კიდევ ერთმა ქართველმა, გიორგი ფოფხაძემ ბოლო 25 წუთი ითამაშა. გიორგის მოსამზადებელი ეტაპის მცირე პერიოდი გაუცდა მიკროტრავმის გამო.