ფეხბურთი

12:20 | 26.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ძალამიძე პოლონეთის თასის 1/8-ფინალშია

ნიკა ძალამიძე პოლონეთის საფეხბურთო თასის 1/8-ფინალში ითამაშებს. ექსტრაკლასაში (უმაღლესი ლიგა) მოასპარეზე ბიალისტოკის “იაგიელონიამ”, რომლის ღირსებასაც ქართველი შემტევი ნახევარმცველი იცავს, თასის 1/16-ფინალურ მატჩში სტუმრად მეორე ლიგის “ჩრობრის” 3:1 აჯობა. ძალამიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 58-ე წუთზე შეცვალეს.

22 წლის ფეხბურთელს გასული სეზონის ტრავმების გამო ჩაუვარდა, თუმცა მიმდინარეში სტაბილურად თამაშობს და როგორც ჩემპიონატზე, ასევე თასზე, 9 მატჩი ჩაატარა.

0.121495