ფეხბურთი

16:28 | 9.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ძალამიძე – პირველი მატჩი თებერვლის შემდეგ

 

სასიხარულო ინფორმაციაა: 21 წლის ქართველმა ნახევარმცველმა, ნიკა ძალამიძემ თებერვლის შემდეგ, პირველად ითამაშა. ძალამიძემ ტომაშ ფრანკოვსკის ფეხბურთიდან გაცილების მატჩში მიიღო მონაწილეობა – 39 წლის ფრანკოვსკის, რომელიც ქართველებს არცთუ ტკბილად გვახსენდება. მან "ვიტ ჯორჯია"-"ვისლას" მატჩში (2:8), თბილისში პოკერი შეასრულა და შემდეგ თბილისის "დინამოსაც" გაუტანა, თუმცა "დინამომ" "ვისლა" გამოთიშა და უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.

"იაგელონიას" ქართველმა შემტევმა თებერვალში მძიმე ტრავმა მიიღო, მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და ოპერაცია დასჭირდა. მის დაბრუნებას სწორედ სექტემბერში ელოდნენ. სავარაუდოდ, ნიკა 15 სექტემბერს ექსტრაკლასას მატჩშიც ითამაშებს, რომელშიც "იაგელონია" ხოჟუვის "რუხს" შეხვდება. თქმა რად უნდა, რომ ის ძალიან აკლდა გუნდს – გასული სეზონის პირველ ნახევარში ძალამიძე ექსტრაკლასას ხუთ საუკეთესო შემტევ ფეხბურთელს შორის შეიყვანეს.   


0.123154