ფეხბურთი

17:15 | 9.05.2014 | ნანახია 1058 - ჯერ

ძალამიძე კვლავ ტრავმირებულია

ბიალისტოკის “იაგიელონიას” შემტევი ნახევარმცველი ნიკა ძალამიძე კვლავ ტრავმირებულია. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი przegladsportowy.pl-ი იუწყება.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქართველმა ფეხბურთელმა ორი სერიოზული ტრავმა გადაიტანა – ჯერ მუხლის ჯვარედინი მყესები გაუწყდა, ხოლო შემდეგ კოჭზე ოპერაცია გაიკეთა.

22 წლის ძალამიძეს ახლა მუხლი აწუხებს და ამიტომ, განვლილ ტურში “პოდბესკიძიესთან” არ უთამაშია. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის სეზონის დარჩენილ მატჩებს აღარ ჩაატარებს.

თუმცა, “იაგიელონიას” მთავარი მწვრთნელი მიხალ პრობიერცი ასე უიმედოდ არაა: “ნიკა არცთუ ისე ცუდადაა. მუხლის პრობლემა აქვს, მაგრამ რეაბილიტაციას გადის. იმედია, რომ ის სეზონის ბოლოს უფრო მაღალი ადგილის დაკავებაში დაგვეხმარება”.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:29 | 09.05.2014
Kalatburtis MUUUUU (5312)

ამას მჭედლიძეს ვაწაძეს ყენიას ტრამვა ეუბნება ჩემი ძმა ხარო არ მოგშორდებიო

17:26 | 09.05.2014
tankred (748)

ეს და მჭედლიზე სულ ტრავმირებული როგორ არიან?

0.121552