ფეხბურთი

17:04 | 24.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ძალამიძე: “კარგია, რომ პოლონეთი და საქართველო ერთ ჯგუფში მოხვდნენ”

“იაგელონიას” ქართველმა ნახევარმცველმა, ნიკა ძალამიძემ განაცხადა, რომ მოხარულია საქართველოსა და პოლონეთის ერთ ჯგუფში მოხვედრით. საუბარია ევრო-2016-ის შესარჩევ ეტაპზე. როგორც იცით, პოლონეთი მესამე კალათაში იყო.

“კარგია, რომ წილისყრამ პოლონეთი და საქართველო ერთმანეთს შეახვედრა. პირველად ხდება, რომ ჯგუფში მესამე ადგილზე გასულიც კი ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსს შეინარჩუნებს. ვფიქრობ, საქართველოც იბრძოლებს გასასვლელად და პოლონეთიც. რა თქმა უნდა, გერმანია უდავო ფავორიტია და ძნელად წარმოსადგენია, რომ ისინი პირველ ადგილზე ვერ გავიდნენ. იოაჰიმ ლიოვის ნაკრები რეგულარულად მედლებს იღებს დიდ ტურნირებზე, ხოლო “ბაიერნი” საუკეთესო გუნდია ევროპაში”.

ძალამიძე იმედოვნებს, რომ შესარჩევში მასაც მოუწევს თამაში და სურს, რომ იაგელონიელ თანაგუნდელებს სანაკრებო მატჩებში შეხვდეს. “იაგელონიიდან” პოლონეთის ნაკრების კანდიდატები არიან დავიდ პლიზგა და მიხალ პაზდანი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062202