ფეხბურთი

18:48 | 9.11.2013 | ნანახია 1232 - ჯერ

ძალამიძე – ისევ ტრავმა, ისევ ოპერაცია

ნიკა ძალამიძე ისევ დაშავდა და წლის ბოლომდე ვერ ითამაშებს. ეს ინფორმაცია პოლონური "იაგელონიას" საიტმა გაავრცელა. 21 წლის ქართველი ნახევარმცველი გასული ტურის მატჩში კოჭის ტკივილის გამო შეცვალეს. თავიდან თითქოს სერიოზული არ ჩანდა, მაგრამ გამოკვლევამ აჩვენა, რომ ძალამიძე კვლავ საოპერაციო იყო.  

როგორც იცით, ძალამიძეს ნახევარ წელიწადზე მეტი გაუცდა: მან თებერვალში მუხლის ჯვარედინი მყესები დაიზიანა და ოპერაცია დასჭირდა, შემდეგ კი რეაბილიტაციამ წაიღო დიდი დრო. ნიკამ სექტემბერში დაიწყო თამაში, თუმცა თვენახევარში ისევ ტრავმა მიიღო.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:29 | 09.11.2013
oxroxine (483)

ჩვენი ქვა სულ აღმართზე როგორ უნდა გორავდეს ვინც ნიჭიერი და მოწადინებულია იმას ტანმრთელობა აკლია ვინც სხეულმრთელი და მოწადინებულია ის ნიჭიერებაში მოიკოჭლებს ხოლო ვისაც ნიჭი და ჯანმრთელობა ხელს უწყობს საშინლად ზარმაცია სამივე თვისებისა თუ მონაცემის ერთ ადამიანში თავმოყრა ყველგან იშვიათობაა მაგრამ არც ისეთი იშვიათობაა ხშირი ჩვენ რომ დაგვეჩვია

19:37 | 10.11.2013
TBC11 (60)

100%-იანს ამბობ ძმაო ეგრეა ! !

22:31 | 09.11.2013
jokua (3910)

0.066085