ფეხბურთი

17:12 | 17.07.2013 | ნანახია 1164 - ჯერ

ძალამიძე გუნდს ოთხ კვირაში შეუერთდება

პოლონური “იაგელონიას” შემტევი ნახევარმცველი ნიკა ძალამიძე, გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშს ოთხ კვირაში განაახლებს. ამის შესახებ გამოცემა sport.pl-ს “იაგელონიას” მთავარმა მწვრთნელმა პიოტრ სტოკოვეცმა განუცხადა.

“ოთხი კვირის შემდეგ ნიკა გუნდს უნდა შეუერთდეს”, – თქვა სტოკოვეცმა.

ძალამიძე მიმდინარე წლის თებერვალში “იაგელონიას” ვარჯიშზე მძიმედ დაშავდა. მან მუხლის მყესები გაიწყვიტა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ამის გამო, პოლონეთის ექსტრაკლასას მეორე წრეში აღარ უთამაშია. 21 წლის ფეხბურთელი დღესდღეობით ინდივიდუალურად ვარჯიშობს.



კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:51 | 18.07.2013
braziliano84 (1301)

მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ,იმედია ისევ ისე ათამაშდება,როგორც ტრავმის მიგებამდე თამაშობდა...

00:44 | 18.07.2013
ჩიჩარიტო (18039)

ძაან ტექნიკური ნახევარმცველია და იმედია ნაკრების ძირითადშიც დაიმკვიდრებს ადგილს

22:23 | 17.07.2013
lasha147 (6103)

იმედია მალე აღიდგენს ძველ ფორმას და უფრო უკეთესათაც ითამაშებს

21:24 | 17.07.2013
R10onaldinho (232)

სანამ ტრანვას მიიღებდა მაგრად ყუმარობდა გოლი გოლზე გაქონდა და საგოლე პასებსაც არიგებდა მაგრამ ტრანვა მიიგო და კი გამოტოვა რამდენი ხანი მაგრამ არაუშავს მშრომელი ბიჭი ჩანს და დაამტკიცებს რომ შეუძლია და წარმატებას მიაღწევს მიდი ნიკუშ!

17:16 | 17.07.2013
111111 (5084)

ტრამვა რო არ მიეღო ახლა შეიძლებოდა უკეტეს გუნდშიც ყოფილიყო და რავი რა ამ კაცის იმედიც უნდა გვქონდეს რა

17:57 | 17.07.2013
kencho10 (128)

იასნა უნდა გვქონდეს კაი ფეხბურთელია

0.118632