ჭადრაკი

0:20 | 11.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძის ყაიმი ხანტი-მანსიისკში

რუსეთის ქალაქ ხანტი-მანსიისკში მიმდინარე საჭადრაკო გრან-პრის მე-2 ტურში ნანა ძაგნიძე (2550) თეთრი ფიგურებით სლოვენიელ ანა მუზიჩუკს (2560) დაუზავდა და 0.5 ქულით 12 მონაწილეს შორის მე-10 ადგილზე დამკვიდრდა.

ტურნირის ერთპიროვნული ლიდერი ჩინელი იიფან ჰოუ (2618) გახლავთ, რომელმაც შავებით მონღოლი ტუვშინტუგს ბატჩიმეგი (2340) დაამარცხა და თავი ქულათა მაქსიმუმს მოუყარა.

მე-3 ტურში ძაგნიძის მეტოქე სწორედ ჰოუ იქნება. თეთრი ფიგურებით ჩინელი მოჭადრაკე ითამაშებს.

 

ხანტი მანსიისკის გრან-პრი. 7-22 აპრილი

მე-2 ტური

ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2489) – ანა უშენინა (უკრაინა, 2501) 1:0

ტუვშინტუგს ბატჩიმეგი (მონღოლეთი, 2340) – იფან ჰოუ (ჩინეთი, 2618) 0:1

ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2550) – ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 2560) 0.5:0.5

კატერინა ლაჰნო (უკრაინა, 2543) – ოლგა გირია (რუსეთი, 2450) 1:0

ნაფისა მუმინოვა (უზბეკეთი, 2321) – ქსუე ჟაო (ჩინეთი, 2552) 1:0

ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2527) – ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 2496) 0:1

 

სატურნირო მდგომარეობა

2 – ჰოუ; 1.5 – სტეფანოვა, მუზიჩუკი; 1 – უშენინა, ჟაო, ლაჰნო, მუმინოვა, გირია, კოსინცევა; 0.5 – ძაგნიძე, კოსტენიუკი; 0 – ბატჩიმეგი;

 

მე-3 ტური

უშენინა – კოსტენიუკი

ჟაო – სტეფანოვა

გირია – მუმინოვა

მუზიჩუკი – ლაჰნო

ჰოუ – ძაგნიძე

კოსინცევა – ბატჩიმეგი

0.121378