ჭადრაკი

22:15 | 9.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძის სასტარტო მარცხი

ქართული ქალთა ჭადრაკის ლიდერმა ნანა ძაგნიძემ (2550) რუსეთის ქალაქ ხანტი-მანსიისკში დაწყებული ქალთა გრან-პრის მე-4 ტურნირის სტარტზე მარცხი განიცადა. ძაგნიძე შავი ფიგურებით რუს ოლგა გირიას (2450) დაუპირისპირდა და 49-ე სვლაზე წააგო.

საერთოდაც, პირველ ტურში თეთრები უპირატესობა აშკარა გახლდათ. მათ ექვსიდან ხუთ პარტიაში იმარჯვეს, შავი ფიგურებით მოთამაშეთაგან კი ყაიმს მხოლოდ რუსი ალექსანდრა კოსტენიუკი (2527) გამორჩა.

ძაგნიძეს, რომელსაც ტურნირზე დახმარებას პერსონალური მწვრთნელი, საერთაშორისო ოსტატი ხვიჩა სუპატაშვილი უწევს, აქამდე 2 ეტაპზე აქვს მონაწილეობა მიღებული.

ნანამ ჟენევაში (შვეიცარია) III-IV ადგილები გაინაწილა, ხოლო დილიჟანში (სომხეთი) – II-III. ამჟამად, საერთო ჩათვლას ინდოელი ჰამპი კონერუ ლიდერობს 320 ქულით, ხოლო მეორე ადგილზე 290 ქულით ქართველი ბელა ხოტენაშვილი იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ თითოეულმა მოჭადრაკემ ოთხ-ოთხ ტურნირში უნდა მიიღოს მონაწილეობა. საერთო ჩათვლაში კი, სამი საუკეთესო შედეგი ჯამდება.

გრან-პრი სულ ექვსი ეტაპისგან შედგება. თითოეული ეტაპის საპრიზო ფონდი – 60 000 ევროს შეადგენს.

I ადგილი – 10 000 ევრო (120 ქულა+40 ბონუსი)

II – 8 250 (110+20)

III – 6 750 (100+10)

IV – 5 750 (90)

V – 5 000 (80)

VI – 4 500 (70)

VII – 4 250 (60)

VIII – 4 000 (50)

IX – 3 250 (40)

X – 3 000 (30)

XI – 2 750 (20)

XII – 2 500 (10)

ხანტი-მანსიისკის გრან-პრი 12 მონაწილეს შორის წრიული სისტემით 11 ტურად ჩატარდება. დარჩენილი სათამაშო დღეებია: 10, 11, 12, 14, 15, 16, 17, 19, 20 და 21 აპრილი, ხოლო 13 და 18 აპრილს მონაწილეები დაისვენებენ.

ცნობისთვის, 2014 წელს დარჩენილ ორ გრან-პრის თბილისი (18 ივნისი-2 ივლისი) და მონღოლეთის ქალაქი ერდენეტი (24 აგვისტო-7 სექტემბერი) უმასპინძლებენ.

 

ხანტი მანსიისკის გრან-პრი. 7-22 აპრილი.

1-ლი ტური

ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2489) – ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2527) 0.5:0.5

ანა უშენინა (უკრაინა, 2501) – ნაფისა მუმინოვა (უზბეკეთი, 2321) 1:0

ქსუე ჟაო (ჩინეთი, 2552) – კატერინა ლაჰნო (უკრაინა, 2543) 1:0

ოლგა გირია (რუსეთი, 2450) – ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2550) 1:0

ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 2560) – ტუვშინტუგს ბატჩიმეგი (მონღოლეთი, 2340) 1:0

იიფან ჰოუ (ჩინეთი, 2618) – ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 2496) 1:0

 

მე-2 ტური

კოსტენიუკი – კოსინცევა

ბატჩიმეგი – ჰოუ

ძაგნიძე – მუზიჩუკი

ლაჰნო – გირია

მუმინოვა – ჟაო

სტეფანოვა – უშენინა

0.114714