პეკინში გამართული მსოფლიოს ინტელექტუალური თამაშების საჭადრაკო ტურნირი ე.წ. “ბრმა ჭადრაკით” დასრულდა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემაც მიიღო.
ქართველმა მოჭადრაკემ მანამდე რაპიდსა (სწრაფი ჭადრაკი) და ბლიცში (ელვისებური ჭადრაკი) იასპარეზა და შესაბამისად, მე-5 და მე-8 ადგილები დაიკავა, “ბრმა ჭადრაკში” კი უფრო უარესი შედეგი აჩვენა.
ნანამ ჯამში 10 პარტია ჩაატარა და მხოლოდ 4.0 ქულა დააგროვა, რითაც 16 მონაწილეს შორის ორადორს აჯობა. “ბრმა ჭადრაკში” მოწინავე სამეული სრულად ჩინური გახლდათ: ქსუე ჟაომ 7.5 ქულა მოაგროვა, მას კი 7.0-7.0 ქულით იიფან ჰოუ და ვენჯინ ჟუ მიჰყვნენ.