ჭადრაკი

15:29 | 16.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძემ მე-8 შედეგი აჩვენა

პეკინში გრძელდება მსოფლიოს ინტელექტუალური თამაშები, რომლის ფარგლებშიც ვაჟთა და ქალთა შორის საჭადრაკო ტურნირებიც ტარდება.

როგორც უკვე ვიუწყებოდით, თავდაპირველად, მონაწილეებმა უძლიერესი რაპიდში (სწრაფ ჭადრაკში) გამოარკვიეს, სადაც რუსმა ვალენტინა გუნინამ იმარჯვა, შემდეგ კი ბლიცების (ელვისებური ჭადრაკი) დროც დადგა.

ბლიცებში 30 ტურის პარტიები შედგა, ჩემპიონის ტიტული კი 21.5 ქულით ჩინელმა იიფან ჰოუმ მოიპოვა. 19.5 ქულით მე-2 გახლდათ გუნინა, ხოლო მესამეზე სლოვენიელი ანა მუზიჩუკი გავიდა 18.5 ქულით. საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ 14.5 ქულა მოაგროვა და 16 მონაწილეს შორის მე-8 შედეგი აჩვენა.

17-18 დეკემბერს მონაწილეები “ბრმა ჭადრაკში” 5 ტურად ითამაშებენ და ტურნირის დახურვის ცერემონიალიც ჩატარდება.

0.114418