ჭადრაკი

14:18 | 11.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძე პეკინში ითამაშებს

12 დეკემბრიდან ჩინეთის დედაქალაქ პეკინში სტარტს აიღებს მსოფლიოს ინტელექტუალური თამაშები, რომლის ფარგლებში საჭადრაკო ასპარეზობაც გაიმართება ვაჟთა და ქალთა შორის.

აღსანიშნავია, რომ ქალთა ტურნირზე საქართველოს ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძეც იასპარეზებს.

12-13 დეკემბერს შეჯიბრი რაპიდშია (სწრაფ ჭადრაკში) დაგეგმილია, შვეიცარული სისტემით 7 ტურად. 14-16 დეკემბერს მონაწილეები ერთმანეთს ბლიცებში ორ წრედ  (ელვისებური ჭადრაკი) გაეჯიბრებიან ერთმანეთს, ხოლო 17-18 დეკემბერს “ბრმა” ჭადრაკში 5 ტურად ითამაშებენ.

 

ვაჟთა შორის მონაწილეობენ:

ა.გრიშუკი, ს.კარიაკინი, ი.ნეპომნიაში (ყველა – რუსეთი);

შ.მამედიაროვი, თ.რაჯაბოვი (ორივე – აზერბაიჯანი);

ვან ხაო, ვან იუე (ორივე – ჩინეთი);

ვ.ივანჩუკი, რ.პონომარიოვი (ორივე – უკრაინა);

ლ.არონიანი (სომხეთი);

ლ.დომინგესი (კუბა);

ლე კუანგ ლემი (ვიეტნამი);

მ.ვაშე-ლაგრავი (საფრანგეთი);

გ.კამსკი (აშშ);

პ.ლეკო (უნგრეთი);

ა.გირი (ჰოლანდია);

 

ქალთა შორის იასპარეზებენ:

ა.კოსტენიუკი, ტ.კოსინცევა, ვ.გუნინა (ყველა – რუსეთი);

ჰოუ იფანი, ჩჟაო სიუე, ცზიუ ვენცზიუნი (ყველა – ჩინეთი);

ე.ლახნო, ა.უშენინა (ორივე – უკრაინა);  

ხ.კონერუ (ინდოეთი);

ა.მუზიჩუკი (სლოვენია);

ნ.ძაგნიძე (საქართველო);

ა.სტეფანოვა (ბულგარეთი);

მ.სებაგი (საფრანგეთი);

პ.კრამლინგი (შვედეთი);

ე.პეტცი (გერმანია);

ვ.ჩმილიტე (ლიტვა).

0.119281