ჭადრაკი

17:31 | 1.10.2013 | ნანახია 1405 - ჯერ

ძაგნიძე მეექვსეა, ხოტენაშვილი – მეთორმეტე

ფიდე-ს მიერ განახლებულ რეიტინგში ქართველთაგან საუკეთესო შედეგი ისევ ნანა ძაგნიძეს გააჩნია. ქართველი მოჭადრაკის აქტივში 2556 პუნქტია და იგი მე-6 ადგილზე იმყოფება, ქალთა კლასიფიკაციის მოწინავე ხუთეული კი ასე გამოიყურება: 1. იუდიტ პოლგარი (უნგრეთი, 2689); 2. იიფან ჰოუ (ჩინეთი, 2621); 3. ჰამპი კონერუ (ინდოეთი, 2607); 4. ქსუე ჟაო (ჩინეთი, 2579); 5. ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 2560);

ძაგნიძის შემდეგ, ქართველ მოჭადრაკეთაგან საუკეთესო შედეგი ბელა ხოტენაშვილს (2514) გააჩნია, რომელმაც ტაშკენტის გრან-პრიზე ჩინებულად ითამაშა და უკვე მე-12 ადგილზე იმყოფება. მის გარდა, პირველ ასეულში კიდევ 10 ქართველია: 30. ნინო ხურციძე (2462); 34. სალომე მელია (2453); 42. სოფიკო გურამიშვილი (2439); 48. ლელა ჯავახიშვილი (2435); 60. ნინო ბაციაშვილი (2406); 84. თამარ წერეთელი (2375); 85. მერი არაბიძე (2374); 86. მაკა ფურცელაძე (2374); 88. სოფიკო ხუხაშვილი (2374); 92. მაია ლომინეიშვილი (2366);

გაცილებით უარესი მდგომარეობა გვაქვს ვაჟთა რეიტინგში, სადაც მოწინავე ასეულში მხოლოდ ბაადურ ჯობავა ფიგურირებს. მას 2694 პუნქტი გააჩნია და 54-ე საფეხურზე იმყოფება. ვაჟებში ლიდერთა ხუთეული ასე გამოიყურება: 1. მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 2870); 2. ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი, 2796); 3. ლევონ არონიანი (სომხეთი, 2795); 4. ალექსანდერ გრიშჩუკი (რუსეთი, 2786); 5. ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2783);

იუნიორებში, ვაჟთა რეიტინგის ასეულში საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი ზურაბ ჯავახაძეა (2455), რომელსაც 88-ე ადგილი უკავია. აი, გოგონებში კი საქმე ოდნავ უკეთაა: 8. მერი არაბიძე (2374); 10. ნაზი პაიკიძე (2337); 46. მარიამ დანელია (2219).


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

03:59 | 13.10.2013
mushni (93569)

კარგიაააააა

03:58 | 13.10.2013
mushni (93569)

DDDDDDD

15:19 | 02.10.2013
kalesu (249)

მერვეა...მერვე- ხოტენაშვილი და გაასწორეთ...

13:41 | 02.10.2013
kalesu (249)

რა გჭირთ ხალხო...ამ ჟურნალისთებმა არც კითხვა იცით და არც ანგარიში?.....stripslashes((strlen('http://www.2700chess.com/women')>0?',http://www.2700chess.com/women':',http://www.2700chess.com/women'))

Women's Live Chess Ratings - 2700chess.com.....წაიკითხეთ და გაასწორეთ... ((((

11:10 | 02.10.2013
gudu1985 (523)

ტაშკენტის 10 ქულა რეიტინგში არაა მიმატებული,ასე რომ ტექსტი ცოტა შესასწორებელია,ვინაიდან ტურნირი 2514-ით ითამაშა

03:59 | 13.10.2013
mushni (93569)

აბაა მართლააააააააა

0.115416