დილიჟანში გრძელდება ქალთა შორის 2013-14 წლების საჭადრაკო გრან-პრის სერიის მე-2 ტურნირი. 3 ტურის თავზე შეჯიბრს კვლავაც ნანა ძაგნიძე (2550) ლიდერობს. ქართველი მოჭადრაკე შავი ფიგურებით სომეხ ელინა დანიელიანს (2475) დაუპირისპირდა და 41-ე სვლაზე ყაიმი გააფორმა.
ძაგნიძემ 2.5 ქულა მოაგროვა და უახლოეს კონკურენტებს – ანა მუზიჩუკს (
სომხურ ტურნირზე მოთამაშე მე-2 ქართველი მოჭადრაკე ბელა ხოტენაშვილი (2531), რომელიც გრან-პრის პირველი ეტაპის გამარჯვებულია, ამჯერად თეთრებით ხსენებულ მუზიჩუკს გაეჯიბრა და 37-ე სვლაზე დაუზავდა. ბელა 1.0 ქულით 12 მონაწილეს შორის მე-9 პოზიციაზეა.
მე-4 ტურში ხოტენაშვილი შავი ფიგურებით სტეფანოვას ეთამაშება, ხოლო ძაგნიძე თეთრებით – 1.5 ქულით მე-6 ადგილზე მყოფ უკრაინელ ანა უშენინას (2499). შეგახსენებთ, რომ უშენინა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია და წლეულს წოდების შესანარჩუნებლად, 2011-12 წლების გრან პრის გამარჯვებულს, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ჰოუ იფანს (ჩინეთი) გაეჯიბრება.