ჩინურ პეკინში გრძელდება მსოფლიოს ინტელექტუალური თამაშები, რომლის ფარგლებშიც ვაჟთა და ქალთა შორის საჭადრაკო ასპარეზობაც იმართება. ქალთა ტურნირში ძალებს საქართველოს ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძეც სცდის.
თავდაპირველად მოჭადრაკეები ერთმანეთს რაპიდში (სწრაფ ჭადრაკში) დაუპირისპირდნენ. შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 7 ტურად წარიმართა და ძაგნიძემ 4.0 ქულით მე-5 ადგილი დაიკავა.
რაპიდში 6.0 ქულით რუსმა ვალენტინა გუნინამ იმარჯვა 6.0 ქულით, ჩინელმა იიფან ჰოუმ 5.0 ქულა მოაგროვა, შემდეგ კი ჩინელი ვენჯუნ ჟუ და უკრაინელი კატერინა ლაჰნო აღმოჩნდნენ 4.5-4.5 ქულით.
ამჟამად, პეკინში მონაწილეები ერთმანეთს ბლიცებში (ელვისებური ჭადრაკი) ორ წრედ ეჯიბრებიან. 20 ტურის თავზე 16.0 ქულით ჰოუ დაწინაურდა, 14.0 ქულა აქვს გუნინას, 13 – ანა მუზიჩუკს (სლოვენია), 12.5 – ანა უშენინას (უკრაინა) და 11.0 – ძაგნიძეს.
16 დეკემბერს ბლიცში კიდევ 10 ტურის პარტიები გაიმართება და გამარჯვებულის ვინაობასაც შევიტყობთ, ხოლო 17-18 დეკემბერს მონაწილებიი “ბრმა ჭადრაკში” 5 ტურად ითამაშებენ.