ჭადრაკი

17:20 | 2.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძე და ხოტენაშვილი მოწინავე ათეულში რჩებიან

ფიდე-ს მიერ გამოქვეყნებულ საჭადრაკო რეიტინგში ქალთა მოწინავე ათეულში შეინარჩუნეს ადგილები ნანა ძაგნიძემ (2557) და ბელა ხოტენაშვილმა (2527). მათ შესაბამისად, მე-6 და მე-8 ადგილები უკავიათ.

კლასიფიკაციის სათავეში ისევ უნგრელი იუდით პოლგარი (2693) იმყოფება, რომელსაც კვალში შემდეგი მოჭადრაკეები უდგანან: მსოფლიოს ჩემპიონი ჰოუ იფანი (ჩინეთი, 2619), ჰაპფი კონერუ (ინდოეთი, 2607), ქსაო ჟუე (ჩინეთი, 2568), ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 2566), ნანა ძაგნიძე (2557), კატერინა ლაჰნო (უკრაინა, 2543), ბელა ხოტენაშვილი (2527), ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2527) და პია კრამლინგი (შვედეთი, 2525).

ქალთა კლასიფიკაციის პირველ ასეულში ქართველთაგან ასევე იმყოფებიან: 31. სალომე მელია (2453), 33. ნინო ხურციძე (2452), 47. ლელა ჯავახიშვილი (2430), 51. ნინო ბაციაშვილი (2425), 68. სოფიკო გურამიშვილი (2398), 84. თამარ წერეთელი (2375), 85. მერი არაბიძე (2374), 86. სოფიკო ხუხაშვილი (2374), 92. მაია ლომინეიშვილი (2366).

ვაჟთა რეიტინგში 2700-ანთა კლუბს დაუბრუნდა ბაადურ ჯობავა. ახლა, იგი 46-ე ადგილზე (2705) გახლავთ. სხვა ქართველ მოჭადრაკე ვაჟთაგან პირველ ასეულში ვერავის ვხედავთ.

კლასიფიკაციას მსოფლიოს ჩემპიონი ნორვეგიელი მაგნუს კარლსენი (2872) უდგას სათავეში, რომელსაც ლევონ არონიანი (სომხეთი, 2803), ვლადიმერ კრამნიკი (რუსეთი, 2793), ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2786), ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი, 2785), ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი, 2783), ფაბიანო კარუანა (იტალია, 2782), ბორის გელფანდი (ისრაელი, 2777), ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი, 2773) და პიოტრ სვიდლერი (რუსეთი, 2758) მისდევენ.

ოცწლამდელ ვაჟებში ზურაბ ჯავახაძე (2451) 97-ეა, ხოლო გოგონებში ოთხი წარმომადგენელი გვყავს: 8. მერი არაბიძე (2374), 14. ნაზი პაიკიძე (2337), 42. მარიამ დანელია (2237) და 88. ანა კუჭავა (2149).

1.465303