აგდამის “ყარაბაღმა”, რომლის ღირსებასაც ჯაბა დვალი და ნიკა გელაშვილი იცავენ, აზერბაიჯანის თასის გათამაშების 1/4-ფინალის პირველ მატჩში სტუმრად “გაბალასთან” 0:0 ითამაშა.
ქართველი ფეხბურთელებიდან აგდამელთა 18-კაციან განაცხადში მხოლოდ დვალი იყო, რადგან გელაშვილი ტრავმირებულია. “დინამოდან” მიმდინარე სეზონის ბოლომდე განათხოვრებული ფორვარდი “ყარაბაღის” რიგებში მატჩის მიწურულს გამოჩნდა. 29 წლის დვალი აზერბაიჯანულ კლუბს ზამთარში შეურთდა და ჩემპიონატში 5 მატჩი ითამაშა, მაგრამ გოლი არ გაუტანია.







