ფეხბურთი

22:53 | 19.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

დვალიშვილს ჰენინგ ბერგი გაწვრთნის

ვარშავის “ლეგიას”, სადაც ლადო დვალიშვილის გამოდის, მომავალი წლიდან ნორვეგიელი ჰენინგ ბერგი გაწვრთნის. ამის შესახებ პოლონური საფეხბურთო კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

44 წლის სკანდინავიელი სპეციალისტი თავისი მოვალეობის შესრულებას 2014 წლის პირველი იანვრიდან შეუდგება. ბერგი სამწვრთნელო კარიერას “ლიუნში” იწყებდა, შემდეგ “ლილესტრიომში” მუშაობდა, ხოლო 2012-2013 წლების სეზონში ცოტა ხანი “ბლექბერნში” მოღვაწეობდა.

ფეხბურთელობისას ნორვეგიელი ერთხელ ინგლისის ჩემპიონი “ბლექბერნში” გახდა, ხოლო ორჯერ – “მანჩესტერ იუნაიტედში”. მან მანჩესტერელებთან ერთად 1999 წელს ჩემპიონთა ლიგაც მოიგო. ბერგს ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებში 100-ჯერ უთამაშია.

 

0.126752