ფეხბურთი

17:21 | 5.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

დვალიშვილს “ატრომიტოსი” იწვევს

ქართველს ორ წელიწადში 500000 სურს


ვარშავის “ლეგიას” თავდამსხმელს ვლადიმერ დვალიშვილს ბერძნული ათენის “ატრომიტოსი” ეპატიჟება, რომელმაც გასულ სეზონში ქვეყნის ჩემპიონატში მე-4 ადგილი დაიკავა.

ბერძნული ინტერნეტპორტალის fbisports.gr-ის ინფორმაციით, “ატრომიტოსმა”, რომელიც უეფას ევროპის ლიგის ჯგუფში მოსახვედრად იბრძვის, 28 წლის ქართველს 2-წლიანი კონტრაქტი და ამ ხნის განმავლობაში ხელფასის სახით 350000 ევრო შესთავაზა.

დვალიშვილი ათენურ კლუბში გადასვლაზე თანახმაა, მაგრამ 2 წელიწადში 500000 ევროს მიღება სურს. ამჟამად, ის “ლეგიაში” თვეში დაახლოებით 25000 ევროს იღებს და კლუბთან კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს.

აქვე გეტყვით, რომ “ატრომიტოსამდე” დვალიშვილს კვიპროსული აპოელ-ი და “ომონია”, ასევე, ბელგრადის “პარტიზანი” იწვევდნენ.

0.114916