ფეხბურთი

23:02 | 12.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

დვალიშვილმა “ოდენსესთვის” გაიტანა

 

ლადო დვალიშვილმა, დანიის სუპერლიგის ლიდერ “მიდტიულანდს” გასვლაზე გამათანაბრებელი გაუტანა. ეს მოხდა მატჩის 70-ე წუთზე. დვალიშვილი სასტარტოში არ იყო, 66-ე წუთზე ლას კრიგერის სანაცვლოდ ჩაერთო თამაშში.

შაინტერესოა, რომ ხსენებული ლას კრიგერი 2006-დან 2009 წლამდე, “ვიბორგში” ქართველი მცველის, გიორგი ფოფხაძის თანაგუნდელი იყო.

ლადოს გოლით გამოწვეული სიხარული მატჩის ბოლოს გაქრა, როცა 90-ე წუთზე, “მიდტიულანდის” ნიგერიელმა სილვესტერ იგბოუნმა თერთმეტმეტრიანით მოაგებინა მასპინძლებს და კლუბს სატურნირო ცხრილში მდგომარეობა განუმტკიცა.

შეგახსენებთ, დღეს დვალიშვილმა მეორე მატჩი ჩაატარა “ოდენსეს” მაისურით. დღევანდელის მსგავსად, პირველ მატჩშიც სათადარიგოდან ჩაერთო თამაშში, თუმცა ვიმედოვნებთ,ტროელს ბეხი სასტარტოში შემდეგ ტურში დააყენებს.

დიმა შარიქაძე

0.11835