ფეხბურთი

23:06 | 24.03.2014 | ნანახია NaN - ჯერ

დვალიშვილმა “ლეგიას” მოაგებინა

პოლონეთის ექსტრაკლასას 27-ე ტურის დასკვნით მატჩში ლადო დვალიშვილის ვარშავის “ლეგია” გასვლაზე გლივიცეს “პიასტს” შეხვდა. მასპინძლებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერ დედაქალაქელებს. შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე ანგარიში საყაიმო 1:1 გახლდათ, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეოთხე წუთზე საქართველოს ნაკრების ფორვარდ დვალიშვილის ზუსტმა დარტყმამ “ლეგიას” 2:1 მოგება და 3 ქულა მოუპოვა.

პოლონეთის ექსტრაკლასას 27 ტურის შემდეგ ვარშაველებს 54 ქულა აქვთ და 7 პუნქტით უსწრებენ უშუალო მდევარ პოზნანის “ლეხს”.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:44 | 05.10.2014
THUG_LIFE (6436)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

12:11 | 05.10.2014
chelidze (5010)

დედა ეს რა გავიგე,ღამე აღარ დამეძინება

0.069681