ვარშავის "ლეგიამ" ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში 1:0 სძლია უელსურ "ნიუ სეინთს". ეს ერთადერთი გოლი ლადო დვალიშვილმა გაიტანა 53-ე წუთზე: ქართველმა კარგი პასი მიიღო მოედნის ცენტრიდან, საჯარიმოს მისადგობებიდან ოდნავ წინ წაიწია და 13-14 მეტრიდან დაარტყა.
დვალიშვილს კიდევ ჰქონდა საგოლე მომენტი, თუმცა ვერ გამოიყენა. ლადომ შეუცვლელად ითამაშა. "ლეგიას" სტუმრად 3:1 ჰქონდა მოგებული და მთლიანობაში, იოლად დასძლია უელსური ბარიერი.
III ეტაპზე დვალიშვილის გუნდი ოლე-გუნარ სოლსკიაერის "მიოლდეს" შეხვდება.
შოთა არველაძის "ქასიმფაშამ" ამხანაგური მატჩი ჩაატარა გერმანიის "ჰანოვერთან" და 1:0 იმარჯვა. ეს ერთადერთი გოლი "ჰანოვერის" უნგრელმა ფეხბურთელმა ჰუშტიმ გაიტანა საკუთარ კარში.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დაულაგეს ექიმებმა მაგიდაზე ნაგულავები ტაბლეტების



მარსელში რო გადადიოდა იქაც მსგავსი რამ მოხდა
თუ გაქ ფაქტები, მოგვაწოდე
პროკურორი ხარ?
არა. ფაქტებით ლაპარაკი უკეთესია. სხვაგვარად არასწორ წარმოდგენას უქმნი საიტის მომხმარებლებს