ლადო დვალიშვილმა პოლონური ექსტრაკლასას მიმდინარე სეზონში მეცხრე გოლი მიითვალა, მისმა "ლეგიამ" კი შინ 3:1 სძლია "პოგონს" და ჩემპიონატს ლიდერობს. დვალიშვილმა 78 წუთი ითამაშა, გოლი კი 63-ე წუთზე მიითვალა: მარცხნიდან ჩაწოდებულ ბურთს თავი შეაგება და ძელს მოარტყა, დამატებაზე კი მცველს დაასწრო და ახლოდან შეაგორა ბურთი კარში. ამ გოლით 3:1 გახდა. ისე, ლადომ "ლეგიას" პირველ გოლშიც დაიდო წვლილი. ქართველი ფორვარდი ტაიმის ბოლოს გააფრთხილეს კიდეც.
დვალიშვილი მეორე ადგილზეა ბომბარდირთა შორის, პირველზე კი "შლიონსკის" პორტუგალიელი ფორვარდი პაიშაოა 11 გოლით.
პოლონეთში სხვა ქართველმაც გამოიჩინა თავი: "იაგელონიამ" შინ 3:1 აჯობა "შლიონსკს" და გიორგი ფოფხაძემ, რომელმაც შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, საგოლე პასი მიითვალა. ნიკა ძალამიძე კი, როგორც იცით, დაშავებულია და წლეულს ვეღარ ითამაშებს. "იაგელონია" მეშვიდე ადგილზეა.
ფოფხაძეზე ისიც ვთქვათ, რომ რამდენიმე დღის წინათ მეორე შვილი შეეძინა – მარიამი. "მსოფლიო სპორტი" ულოცავს გიორგისა და მის მეუღლეს, ახალშობილს კი ბედნიერ ცხოვრებას უსურვებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
არ გაუმართლა ა
ეჰ მემგონი დაასრულა ამან კარიერა
მომდევნო ზაფხულს დემბელეში სიტიმ შეიძლება 100 მილიონი გადაიხადოსო და ეგ თუ სიმართლეა ფრენით უნდა გაატანოს ბარსამ.კოუტინიოც მოსაშორებელია,ბავარიაშიც ვერ ათამაშდა ეგ ჩემისა,თუ ბავარია არ გამოისყიდდა სხვას რომ მაინც ეყიდა 100 მილიონად მაინც.მოკლედ ცოტა სარფიანად მოსაშორებელია ეგ 2 ზარალი რომელიც ძაან დიდი ფული დაუჯდა გუნდს.სუარესიც დიდი ალბათობით დაადგება ამერიკის გზას მომდევნო ზაფხულს.მესი-გრიზმანი-მანეს ტრიოს შეკვრაზე უნდა დაჩალიჩდეს ბარსა.ფატი-პერესი სკამზე რომლებიც გაისად საგრძნობლად უკეთესები იქნებიან ვიდრე დღეს არიან.ლაუტარო კი კარგი ბიჭია მაგრამ ზედმეტია უკვე და ლაუტაროზე მეტად მარცხენა ვინგერი ჭირდება დღეს ბარსას.მიტომ არის მესის რომ გაძვრა ენა მანეს ქებით.ერთგვარი ნამიოკია კლუბის ხელმძღვანელობითვის მანეზე რომ იჩალიჩონ.მოკლედ სუარესი-დემბელე-კოუტინიო ნაცვლად მანე,მეტი არავინ ჭირდება ბარსას შეტევაში
ვერ დაიწყო კარგად აზარის მადრიდული კარიერა,მიუხედავად ამისა რეალი მაინც ძლიერი გუნდია წელს და არ იქნება მარტივი კლასიკოს მოგება.თუმცა მთავარია მესი იყოს ხასიათზე და უცებ მოუყომარებს მადრიდს)))))