პოლონეთში ჰეთ-თრიქი შეასრულა ლადო დვალიშვილმა, კერძოდ, “კორონა” - “ლეგიას” შეხვედრაში, რომელიც ვარშაველებმა 5:3 მოიგეს. ლადომ პირველი ტაიმის შუაში, მეორე ნახევრის დასაწყისში და შემდეგ, 70-ე წუთზე მიითვალა გოლები.
7 მატჩი, 5 გოლი - ასეთია დვალიშვილის შედეგიანობა მიმდინარე ექსტრაკლასაში და “ვიძევის” ლატვიელ ფორვარდ ვიშნიაკოვსთან ერთად ლიდერობს ბომბარდირთა დავაში. “ლეგია” პირველ ადგილზეა.
ქართული გოლი გავიდა სომხეთში, სადაც “განძასარის” შემტევმა ნახევარმცველმა შოთა ჯიქიამ გაუტანა “ალაშკერტს”. და ანგარიშს არ იკითხავთ? ჯიქიას გუნდმა 9:2 მოიგო.
იტალიის სერია B-ში “ემპოლიმ” გასვლაზე 2:0 მოუგო “კარპის” და 4 ტურის შემდეგ, 10 ქულით ლიდერობს. ლევან მჭედლიძემ ბოლო 22 წუთი ითამაშა, ხოლო ირაკლი შეყილაძე განაცხადში არ გახლდათ.
გერმანიის III ლიგაში ლუკა ჰუფნაგელის “უნტერჰახინგმა” გასვლაზე 3:2 სძლია “მიუნსტერს’ და 9 ტურის შემდეგ, მერვე ადგილზეა. ჰუფნაგელმა შეუცვლელად ითამაშა.
ჯანო ანანიძემ 82 წუთი ითამაშა ცსკა-“როსტოვის” შეხვედრაში, რომელიც მოსკოველებმა 1:0 მოიგეს. ქართველმა ნახევარმცველმა აქტიურად ვერ ითამაშა. მხოლოდ ერთხელ 65-ე წუთზე დაემუქრა სტუმართა
ალეკო ამისულაშვილის “კრილიამ” სტუმრად 1:1 ითამაშა “კრასნოდართან”. საქართველოს ნაკრების მცველი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ შეუცვლელად გაისარჯა. “კრილია” მე-11 საფეხურზეა.
უკრაინაში “ილიჩივეცმა” 1:0 აჯობა “ზორიას”. თორნიკე ოქრიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ერთ მომენტში გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა ჩაწოდებულ ბურთს ოდნავ ვერ მისწვდა. დავით თარგამაძე განაცხადში იყო, თუმცა მინდორზე არ შეუყვანიათ. რაც შეეხება “ზორიას” ნახევარმცველ ჯაბა ლიპარტიას, ის 54-ე წუთზე შევიდა და საკმაოდ აქტიური იყო: ბოლო წუთებში კი “ილიჩივეცის” მეკარემ სასწაული ბურთი მოიგერია მისი დარტყმის შემდეგ. მარიუპოლის კლუბი მეშვიდეზეა, “ზორია: კი - მერვეზე.
“ვორსკლა”-‘სევასტოპოლი” 2:2 დასრულდა. სტუმართა მცველმა მათე ღვინიანიძემ შეუცვლელად ითამაშა. სევასტოპოლელები მე-11 ადგილზე არიან.