ფეხბურთი

16:18 | 13.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

დვალიშვილი “ოდენსესთან” 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ვლადიმერ დვალიშვილი დანიის “ოდენსესთან” 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ამის შესახებ დანიური ინტერნეტპორტალი tipsbladet.dk-ი იუწყება.

დვალიშვილმა ბოლო წელიწადნახევარი ვარშავის “ლეგიაში” გაატარა. თუმცა, განვლილი სეზონის მიწურულიდან მოყოლებული მთავარი მწვრთნელი აღარ ენდობოდა და კლუბის შეცვლა გადაწყვიტა. ფეხბურთელსა და პოლონური კლუბის ხელმძღვანელობის შეთანხმებით, ქართველმა კონტრაქტი გაწყვიტა, რის შემდეგ, თავისუფალი აგენტი გახდა.

მან დანიის “ოდენსეს” მიაშურა და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, წესით კვირას დანიის სუპერლიგაში “რანდერსის” წინააღმდეგ ითამაშებს.

0.115118