ფეხბურთი

20:12 | 28.07.2013 | ნანახია NaN - ჯერ

დვალიშვილი: მეტი, ვიდრე წინა სეზონში

ლადო დვალიშვილს სურს, რომ ის, რაც გასულ პოლონურ სეზონში დააკლდა, აინაზღაუროს. ვარშავის "ლეგიას" ფორვარდმა განაცხადა, რომ ამ სეზონში გასულზე მეტი გოლის გატანა აქვს მიზნად. ლადომ ჩემპიონატ-თასიანად 17 გოლი მიითვალა და ჯერ კი ადრეა იმის განსჯა, შესძლებს თუ არა ქართველი თავდამსხმელი მიზნის მიღწევას.

ჯერჯერობით, კარგად მიდის დვალიშვილი: ექსტრაკლასას პირველ ტურში არ უთამაშია, თუმცა ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე უელსურ "ნიუ სეინთს" გადამწყვეტი გოლი გაუტანა და გუშინაც გამოიჩინა თავი: პოლონეთის ჩემპიონატის მეორე ტურში გასვლაზე "პოგონთან" საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 0:3.

ლადო 56-ე წუთზე შევიდა მინდორზე, 83-ეზე კი მარჯვნიდან ჩაწოდებული დაბალი ტრაექტორიის ბურთი ერთი შეხებით გადაგზავნა კარში.

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში "პოგონის" კამერუნელი ფორვარდი დონალდ ჯუსი გააძევეს - შეგახსენებთ, რომ ჯუსი წლების განმავლობაში თბილისის "დინამოში" თამაშობდა.   


დვალიშვილის გოლი: 3:28-დან

https://www.youtube.com/watch?v=RoGXFxuDoU8



კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:09 | 09.12.2020
davidinho (1027)

სამწუხაროა

16:06 | 09.12.2020
Kobe Bean (21670)

კაი კაცი იყო აცხოვნოს ღმერთმა.ყველაზე მეტად ამის ხელში მომწონდა არგენტინის ნაკრების თამაში.ფაქტია მესის ეპოქაში ყველაზე დალაგებული გუნდი ამას ყავდა რომელიც სტაბილურად მაღალ დონეს დებდა და მაგრად არ გაუმართლა 2014-ში მსოფლიო რომ ვერ მოიგო.პენალტიც არ მიცეს ფინალში სამ რეალურ განიავებულ მომენტს რომ შევეშვათ.მართლა რაღაცნაირი საწყალი თვალებით იყურებოდა სულ

13:45 | 09.12.2020
O. Mertskhali (8101)

((
ამ კაცს ისეთი გამოხედვა ჰქონდა, თითქოს სულ სიკვდილს უყურებდა თვალებში..

0.066676