საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელი ვლადიმერ დვალიშვილი ვარშავის “ლეგიაში” გადავიდა.
“ლეგიას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, დვალიშვილმა პოლონეთის ექსტრაკლასას ლიდერთან კონტრაქტი 2,5 წლით გააფორმა. 26 წლის ფორვარდი ახალ კლუბში 13-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ, დვალიშვილმა პარასკევს საღამოს ახალ გუნდში პირველად ივარჯიშა.
მიმდინარე სეზონი მან ვარშავის “პოლონიაში” დაიწყო, სადაც 15 მატჩში 7 გოლი გაიტანა. თუმცა, კლუბის ფინანსური პრობლემების გამო დატოვა. პოლონური პრესის ინფორმაციით, “ლეგიას” დვალიშვილის შეძენა დაახლოებით ნახევარი მილიონი ევრო დაუჯდა.