ვარშავის “ლეგიას” ფორვარდმა, ვლადიმერ დვალიშვილმა პოლონურ პრესასთან საუბარში განმარტა თუ რატომ ვერ ვარჯიშობდა გუნდთან ერთად ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში.
“ჩემს ორგანიზმში ბაქტერია აღმოაჩინეს. თავს საშინლად ვგრძნობდი. წამლებს ვიღებდი და საავადმყოფოში გასასინჯად წავედი. მოვიწყინე, რადგან ვერ ვვარჯიშობდი. საბედნიეროდ, გამოვჯანმრთელდი და ყველაფერმა ჩაიარა. შევძლებ თუ არა სწრაფად სათამაშო ფორმის დაბრუნებას? კონკურენცია დიდია, მაგრამ მუშაობის დიდი სურვილი მაქვს” – იუწყება დვალიშვილის სიტყვებს wprost.pl-ი.
28 წლის დვალიშვილმა 22 აპრილს ინდივიდუალურად ივარჯიშა. მიმდინარე სეზონში მან “ლეგიაში” 21 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მიდი ლადუშ, შეიბერე. ჯიგარი ბიჭი ხარ, ნაკრებში თავს არ ზოგავ და მთავარი ეგაა. უიღბლობის პერიოდი დამთავრდება ადრე თუ გვიან ))
ბაქტერია სახელად ,,ბურთის ვერ გატანა,, ალბათ გადასდო ჩვენ ნაკრებს და ყველანი სამკურნალოაააააა
აუ, ამის შემჩერებელი არავინაა..,
ვინმეს აინტერესებს ეს სიახლე/???